როგორ მოვიხსნათ სპაზმი კრიტიკულ დღეებში - rogor.ge

როგორ მოვიხსნათ სპაზმი კრიტიკულ დღეებში

აკონტროლეთ ენდორფინების დონე

მენსტრუაციის დროს ტკივილი მუცლის არეში გადაჭარბებული დატვირთვის შედეგია. დაძაბულობის მოხსნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ამ კუნთების მოდუნებაა. კრიტიკული დღეების დადგომისას ქალს იმდენად არ სურს უსიამოვნო შეგრძნებების გახსენება, რომ სულიერად და ფიზიკურად ძალაგამოცლილია. არადა, კარდიოვარჯიშებს შეუძლია ბეტა-ენდორფინის გამომუშავება, რაც სპაზმს ნაკლებად მტკივნეულს გახდის. თუ ასეთი ვარჯიში არ გხიბლავთ, შეგიძლიათ მოსინჯოთ მედიტაცია, ან იოგა. ასანები ხელს შეუწყობს ფიზიკურად მოდუნებას და ემოციური მდგომარეობის მოწესრიგებას. იოგას დამოუკიდებლად ვარჯიში სახლშიც შეიძლება, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მენსტრუაციის დროს ყველა ასანას შესრულება არ შეიძლება.

როგორ დავიწყოთ მედიტაცია - რჩევები დამწყებთათვის

სითბო

2-1657264449.jpg

საუკეთესო ვარიანტია წამოწვეთ დივანზე და შემოიხვიოთ პლედი, დალიოთ ფინჯანი ცხელი პიტნის ან გვირილის ჩაი. შეგიძლიათ მუცლის ქვედა ნაწილში გამაცხელებელი ბალიშის გამოყენება, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. თუ სახლიდან გასვლა და მუშაობა გჭირდებათ, ჩაიცვით თბილად. შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელიც არ შეგიქმნით დისკომფორტს მუცლის არეში. მაგარი ქამრის გარეშე. ცხელი შხაპი ასევე დაგეხმარებათ.

საჭმელი

სწორი დიეტა დადებითად მოქმედებს მენსტრუაციის მიმდინარეობაზე და ქალის ზოგად ჯანმრთელობაზე. მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა მიირთვათ მეტი ხილი, ბოსტნეული, არ უნდა ჭამოთ ზედმეტი, რეკომენდებულია ცხიმიანი და ტკბილი საკვების, ფქვილის პროდუქტების, ძეხვეულის შეზღუდვა.

საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის (2-2,5 ლიტრი დღეში), ახალი ხილისა და ბოსტნეულის წვენების მიღება. გარდა ამისა, სასარგებლოა ცხელი ჩაი მწვანილებით (გვირილა, პიტნა და სხვა).

მოხერხებული პოზა

7f92db00f4c23c4a7dfacac21e533e44-1657264634.jpg

თუ შესაძლებელია დაწოლა, მაშინ შეეცადეთ აწიოთ ფეხები უფრო მაღლა, ან დაწვეთ გვერდზე მუხლებ მოხრილი. მენსტრუაციის დროს ტკივილი ყოველთვის არ შეიძლება დამოუკიდებლად შემცირდეს. მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი გამაფრთხილებელი ნიშანი: გადაჭარბებული სისხლდენა, მენსტრუაციის ინტერვალი სამ კვირაზე ნაკლები, მენსტრუაციის ხანგრძლივობა გაიზარდა კვირამდე ან მეტი, სისხლდენა პერიოდებს შორის, მაღალი სიცხე, შემცივნება და თავბრუსხვევა.