როგორ მოვამზადოთ ხბოს ხორცი წითელ ღვინოში
ღრმა ტაფაში გააცხელეთ კარაქი, ზეთი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვის მოშუშვისთანავე მოაყარეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ და დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხბოს ხორცი.
შემდეგ დაამატეთ ღვინო და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ღვინის რაოდენობა უნდა განახევრდეს. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ნიორი, მიხაკ-დარიჩინი, ხმელი ქინძი, მარილი და პილპილი გემოვნებით.