როგორ შევინახოთ ალუბალი კურკების გარეშე, თავის წვენში, შაქრით - rogor.ge

როგორ შევინახოთ ალუბალი კურკების გარეშე, თავის წვენში, შაქრით

ამოარჩიეთ მწიფე და მაგარი ალუბლები, გადამწიფებული გადადეთ გვერდზე, გარეცხეთ წყლის მეშვეობით და დააწყვეთ სუფთა ტილოზე გასაშრობად.

ამოაცალეთ კურკები, მოათავსეთ ჯამში, მოურიეთ შაქართან და ლიმონმჟავასთან ერთად, დატოვეთ 1 საათით იმისათვის, რომ წვენი გამოჰყოს.

ჩააწყვეთ ქილებში, დაასხით თავისი წვენი. მოათავსეთ ქილები ცხელი წყლით სავსე ფართო ქვაბში, აცადეთ წყალს წამოდუღება და გაასტერილეთ: 1-ლიტრიანი ქილა - 20 წუთით, ხოლო 0.5-ლიტრიანი ქილა - 15 წუთით.

დახუფეთ თავსახურის მეშვეობით, გადმოაბრუნეთ იმისათვის, რომ გაგრილდეს ოთახის ტემპერატურაზე და დახუფული ალუბალი შეინახეთ გრილ ადგილას.