როგორ შევაყვაროთ თავი სასწორს - rogor.ge

როგორ შევაყვაროთ თავი სასწორს

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ თუკი თქვენ სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანთან პაემანზე მიგეჩქარებათ, ესე იგი მან მოგაწონათ თავი. იმიტომ რომ, სასწორი ვენერით მართული ნიშანია, ვენერა კი თავის მხრივ სიყვარულსა და პარტნიორულ კავშირებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სასწორის ნიშნით დაიბადა, დაბადებიდანვე ფლობს გასაოცარ შარმს და საპირისპირო სქესის მოხიბვლის უნიკალურ შესაძლებლობას. რომლის სწავლაზეც დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს ლამის მთელი ცხოვრების ნახევარი ეკარგებათ.

საიმისოდ, რომ სასწორს საპასუხოდ მოაწონოთ თავი, აუცილებელია ვიზუალურად დახვეწილად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. ქალიც და კაციც ამ ნიშნით დაბადებული, გამოუსწორებელი ესთეტია და გამოირჩევა უზადო გემოვნებით. შესაბამისად, პირველი რის მიხედვითაც თქვენზე შთაბეჭდილება ექმნება სასწორს თქვენი იმიჯი და ჩაცმულობა იქნება. ამიტომ მასთან პაემანზე ჩაიცვით გემოვნებით, ოღონდ სადად. იმიტომ რომ, გამომწვევი ტანსაცმელი ისევე როგორც მძაფრი სუნამო და მკვეთრი მაკიაჟი სასწორის ნიშნით დაბადებულებს საშინლად აღიზიანებთ.

წყარო: astrologi.ge