როგორ მოვამზადოთ ამოლესილი წითელი ლობიო
ლობიო ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ, თუ წყალი დააკლდა დაუმატეთ მხოლოდ ადუღებული.
მოხარშულ ლობიოში ჩაყარეთ მარილი, დანაყული ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, დაამატეთ ტყლაპი ან კვაწარახი, წამოადუღეთ და კარგად ამოზილეთ.