როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი პომიდორი? - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი პომიდორი?

წითელი პომიდორი - კლასიკაა, რომელსაც შევეჩვიეთ. მათი დაყოფა შეიძლება მწიფე და ნაკლებად მწიფე კატეგორიებად, რომელიც მარტივად შესაჭმელია. ასევე - „ხორციან“ და „ქლიავისებრ“ ჯიშებად, რომლებიდანაც ამ უკანასკნელს დაკონსერვებისთვის იყენებენ.

ვარდისფერი პომიდორი - სარგებლისა და გემოს კომპრომისი. მათში საკმაოდ დიდი რაოდენობით ლიკოპინია, რაც გულისა და ტვინის სტიმულირებას იწვევს. ასეთი პომიდორი უხდება სალათებს.

შავი პომიდორი - ასევე, მოიასამნისფრო, საკმაოდ ტკბილ პომიდვრად ითვლება. მინიმალური სიმჟავე, სამაგიეროდ, უამრავი ლიკოპინი. უხდება სალათებს, მაგრამ ინახება მოკრეფიდან 4-5 დღის განმავლობაში. ლიკოპინის გარდა, შეიცავს ანტოციანამს, რომელიც ამცირებს ინფარქტის, ინსულტის რისკს.

ნარინჯისფერი და ყვითელი პომიდორი - რბილი და ტკბილი, პრაქტიკულად, ჰიპოალერგიული. ეს სახეობა ითვლება ხილად. უხდება სალათებსა და ბრუსკეტებს.

მწვანე პომიდორი - ეს სახეობა არასდროს წითლდება. აქვს მომჟავო-მოტკბო გემო. იყენებენ კონსერვირებისთვის. არ აგერიოთ მოუმწიფებელ პომიდვრებში!

თეთრი პომიდორი - ყველაზე იშვიათი სახეობა. მათ არ აქვთ სიმჟავე და საკმაოდ დიდი სიტკბოთი გამოირჩევიან. დაჭერით, მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი, დაუმატეთ მწვანილი და გემრიელად მიირთვით!

წყარო: marao.ge