როგორ გავიგოთ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია - rogor.ge

როგორ გავიგოთ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია

ერთი შეხედვით, არაჰეტეროსექსუალი ორიენტაციის ადამიანებისთვის ცხოვრება გაცილებით ადვილი უნდა იყოს, მაგრამ ამ საკითხში საზოგადოების განწყობა ჯერ კიდევ ძალიან დაძაბულია.

ნაწილობრივ სწორედ განსჯის შიშის გამო ჩნდება თვითიდენთიფიკაციის პრობლემა. ადამიანებს ეშინიათ გაიგონ საკუთარ თავზე რაღაც სოციალურად მიუღებელი და ამ მიმართულებით ფიქრსაც კი უკრძალავენ საკუთარ თავს. ამიტომ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გესმოდეთ, არის ის, რომ თქვენს ორიენტაციაში ეჭვის შეტანა სავსებით ნორმალურია. თუ გიზიდავთ თქვენივე სქესი და არ გაინტერესებთ სექსუალურად საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ამის გამო თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოთ.

მხოლოდ თავად უნდა განსაზღვროთ თქვენი ორიენტაცია. არ არსებობს გარკვეული ქცევები, ან გარეგნული მაჩვენებლები ამის დასამტკიცებლად. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ორიენტაცია არ არის არჩევანი. ეს უბრალოდ მოცემულობაა. როგორც არ უნდა გინდოდეთ, ვერ გადაწყვეტთ რომ ჰეტეროსექსუალი იყოთ, თუ ის არ ხართ. თუ თქვენი ორიენტაცია ჰომოსექსუალურია, საპირისპირო სქესთან სექსისგან სიამოვნებას ვერ მიიღებთ. თქვენი სურვილების დათრგუნვის მცდელობამ კი შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

სამწუხაროდ, არ არსებობს ჯადოსნური მოწყობილობა, რომელიც შეაგროვებს თქვენს მონაცემებს და ანალიზის შემდეგ ზუსტ შედეგს მოგვცემს. თუნდაც იმიტომ, რომ ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალი ადამიანი ძალიან ცოტაა, როგორც ჰომოსექსუალი. წარმოიდგინეთ ჰორიზონტალური ხაზი, რომლის ერთი ბოლო აღნიშნავს ექსტრემალურ ჰეტეროსექსუალობას, მეორე კი ჰომოსექსუალობას. ადამიანთა უმრავლესობა არასოდესაა უკიდურეს წერტილებში. მაგრამ მიმოფანტულია შუა, ან კიდესთან მიახლოვებულ ნაწილებში. სწორედ ამაზეა დაფუძნებული მასლოუს ტესტი, რომელიც არ ითვალისწინებს ასექსუალობის ფაქტორს.

ასექსუალობის ფაქტორის განსაზღვრა შესაძლებელია სტორმსის ტესტში. ეს ორივე ტესტი დაგეხმარებათ თქვენთვის საჭირო კითხვებამდე მიყვანაში. ასევე, წაიკითხეთ რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო ლიტერატურა ამ სფეროში და შეეცადეთ პასუხი იპოვოთ კითხვებზე: ვისთან გრძნობთ უფრო კომფორტულად კომუნიკაციას, ვის აქცევთ გაუცნობიერებლად ყველაზე მეტ ყურადღებას? რა იწვევს თქვენს სურვილებს? განიჭებთ თუ არა სიამოვნებას სექსი?