როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობობები
ეცადეთ, ქსელები საფუძვლიანად მოაშოროთ კუთხეებს მტვერსასრუტით და არა ცოცხით.
ქსელთან ერთად ობობაც უნდა მოაშოროთ. თუ მოკვლა არ გინდათ, ტილოში გაახვიეთ და გარეთ გადაფერთხეთ.
უნდა მოსპოთ მისი კვერცხებიც. ისინი ავეჯის ქვეშ ან უკან გაბმულ ქსელებშია გახვეული. ამიტომ ხილულ კუთხეებზე მეტად ეცადეთ, მიმალული ადგილები გაათავისუფლოთ ქსელებისგან, რადგან ცოტა ხანში იქაური კვერცხებიდან ობობების ახალი თაობა შემოგიტევთ.
მოსპეთ მწერები, რითაც ობობები იკვებებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან გათავისუფლება არ გიწერიათ. ამიტომ დაამუშავეთ კუთხეები და პლინტუსები მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით.
უფრო მეტად უნდა გაღელვებდეთ არა ობობა, არამედ ის მიზეზი, რამაც ის და მისი შთამომავლობა თქვენს სახლში მიიზიდა.
ობობა სახლში ქუჩიდან ხვდება. ამიტომ შინ მისულმა ქურთუკი და ფეხსაცმელი შესასვლელშივე გაიხადეთ.
ობობების მოსაშორებლად შხამ-ქიმიკატების გამოყენება საჭირო არ არის. არსებობს მარტივი საშუალება, რომელიც 2 წამში გაგათავისუფლებთ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან.
პიტნის ეთერზეთი - ყველაზე პოპულარული საშუალებაა ობობებთან ბრძოლაში. მწერები ამ სურნელს ვერ იტანენ! ნატურალური საშუალების მოსამზადებლად 100 მლ წყალში გახსენით 2-5 წვეთი პიტნის ეთერზეთი, ჩაასხით პულველიზატორიან ბოთლში და დაამუშავეთ კარ-ფანჯრებისა და ოთახის ყველა კუთხის ღრიჭო. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2-3 დღეში და მალევე შენიშნავთ, რომ "სტუმრები" ახალი მყუდრო სახლის საპოვნელად გაეშურნენ.
და ბოლოს - ობობას სინამდვილეში სარგებლობა უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ის სახლის მავნე მწერებს ანადგურებს, ამიტომ ობობას მიმართ ბრძოლის რბილი მეთოდები გამოიყენეთ.
რატომ არ კლავენ ობობას?
ობობას მოკვლას ყველა ერიდება. სხვადასხვა ცრურწმენის მიხედვით, მის მოკვლას ან გაღარიბება მოჰყვება ან უარესი უბედურება. საკუთარ ცრურწმენებს ჯობია თავად გაუმკლავდეთ, ჩვენ კი აგიხსნით, საიდან იღებს სათავეს ასეთი თქმულება.
როგორც ლეგენდა გვამცნობს, მოსე წინასწარმეტყველს მტრები დევნიდნენ. მან თავი ბნელ გამოქვაბულს შეაფარა, სადაც შხამიანი ობობები ბინადრობდნენ. მტერმა იქ შესვლა ვერ გაბედა. ანუ წინასწარმეტყველის სიცოცხლე ობობებმა იხსნეს. მას შემდეგ ობობას მოკვლა ადამიანისთვის საზიანოდ ითვლება.
როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები
როგორ მოვაშოროთ ჭიანჭველები სახლიდან
წყარო: shin.ge