როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისა და ნადებისგან?
პირველ ეტაპზე უმჯობესია ქაღალდის მშრალი ხელსახოცით ("სალფეთქი") ან ღრუბლით გაწმინდოთ სარეცხის მანქანის შიგნითა განყოფილება.
მეორე ეტაპზე კი ქლორიანი სითხე ე.წ. ბარაბანის რეზინის მთელს ზედაპირზე დაასხით, რომელიც თვითონ გადანაწილდება მის შიგნით.
დახურეთ სარეცხის მანქანის კარი და დატოვეთ ასე 2 საათის მანძილზე.
2 საათის შემდეგ ჩართეთ მანქანა გავლების რეჟიმზე.
გავლების დასრულების შემდეგ ფხვნილის უჯრაში ჩაასხით 25 გრ ლიმონმჟავა და ჩართეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურის რეცხვის რეჟიმი. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი მანქანა იბრწყინებს. გაიმეორეთ იგივე 2-3 თვეში ერთხელ და საფუძვლიანად განადგურდება სოკო და მისი სპორები თქვენს მანქანაში. არ დაგავიწყდეთ, რომ პრევენციული მოვლა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თქვენი მანქანის მდგომარეობას, პირველ რიგში კი თქვენს ჯანმრთელობას.
როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?
იმისათვის, რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს, სარეცხ მანქანას პერიოდული წმენდა სჭირდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია რეგიონებსა და რაიონებში მაცხოვრებლებისთვის, იქ, სადაც მძიმე და ხისტი წყალია, რომელსაც ადვილად შეუძლია დააზიანოს სარეცხი მანქანა, მიუხედავად მასში არსებული ფილტრისა.
ქიმიური დანამატები წმენდს სარეცხის მანქანის ფილტრსა და ე.წ. "სპირალს", თუმცა ისინი ხელმისაწვდომი არაა ყველა მომხმარებელისთვის და ზოგ შემთხვევაში არ შველის უკვე გაფუჭებლ საქმეს. წარმოსადგენად ძალიან ძნელია სარეცხის მანქანაში გარეცხილი თქვენი შვილის ტანსაცმელზე როგორ გადადის უხილავად ნადები და სოკოს გამომწვევი მრავალი ბაქტერია. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ნადებისა და ზოგადად მიკრობებისგან გაწმენდვის ერთ მეტად მარტივ ხერხს.
ამ მეტად უსაფრთხო და მარტივი გზის მეშვეობით, თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სარეცხის მანქანის გაფუჭებაზე ფიქრს. უბრალოდ ნებისმსიერ სურსათში შეიძინეთ ლიმონმჟავა, რომლის 60 გრამს გამოიყენებთ 4 კგ-იან სარეცხის მანქანაზე, ხოლო 6 კილოგრამიან მანქანაზე კი 100 გრამს. ჩაყარეთ ლიმონმჟავას ფხვნილი სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილ უჯრაში და ჩართეთ მანქანა მაღალ ტემპერატურაზე - ბამბეულის რეცხვის რეჟიმზე.
წყარო: ambebi.ge