როგორ მოვაცილოთ კაფელს სიყვითლე - rogor.ge

როგორ მოვაცილოთ კაფელს სიყვითლე

უმრავლესობა ირჩევს უნივერსალურ საწმენდ საშუალებებს, რომლებიც სხვადასხვა ზედაპირიდან იდეალურად აშორებს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი. მაგალითად, Cif Power&Shine არ კაწრავს ზედაპირს და იდეალურია კაფელიდან ნადების მოსაშორებლად. ეს საშუალება წმენდის გარდა, დამცავ ფენას წარმოქმნის, რომელიც გარკვეული დროით იცავს კაფელს წყლის წვეთებისა და ნადების გაჩენისგან.

ობს და სოკოს ყველაზე ეფექტურად ქლორის შემცველი საშუალებები უმკლავდება. სცადეთ Domestos-ის სპრეი, რადგან მოსახერხებელია ვერტიკალურ მდგომარეობაში შესხურება. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები და რესპირატორი და დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია ქლორზე.

გამოიყენეთ ლიმონმჟავა. ის კარგად უმკლავდება სიყვითლეს და ნადების ფენის მოშორებას. ლიმონის მჟავა (ფხვნილის სახით) გახსენით ცხელ წყალში, დაასველეთ ღრუბელი კარგად და წაუსვით კაფელს. შემდეგ, სუფთა წყლით ჩამორეცხეთ.

გამოიყენეთ სოდა და ძმარი. სოდა გახსენით წყალში, რომ მიიღოთ ემულსიის სტრუქტურა. შემდეგ, კარგად წაუსვით კაფელს და გახეხეთ ჩოთქით. შემდეგ, შეასხურეთ ძმარი (გადაასხით პულველიზატურიან ბოთლში), კიდევ ერთხელ გაწმინდეთ ღრუბლით და ჩამორეცხეტ სუფთა წყლით.

ამიაკი გააზავეთ წყალში, დაასველეთ ღრუბელი და დაამუშავეთ კაფელის ზედაპირი. შემდეგ, ჩამორეცხეთ სუფთა წყლით და გაანიავეთ აბაზანა.

ქლორი გახსენით წყალში, დაასველეთ ღრუბელი და გაწმინდეთ კაფელი. შემდეგ, ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. გაანიავეთ აბაზანა.