როგორ მოვამზადოთ ღორის ხორცი ატმით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ღორის ხორცი ატმით

 

რბილი ღორის ხორცი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და მოშუშეთ ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ხორცი გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე და იმავე ტაფაში მოხრაკეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი. შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი და მსხვილად დაჭრილი ატამი.

 

რამოდენიმე წუთში მოასხით კონიაკი და მოახდინეთ მისი ფლანბირება. ფლანბირება ნიშნავს ალკოჰოლური სასმელის აალებას. ფლანბირებისთვის საჭიროა გამოიყენოთ ოთახის ტემპერატურის ალკოჰოლური სასმელი. აალება შეგიძლიათ მოახდინოთ ქურის გაზის სანთებელით ან ტაფის გადახრით გაზის ალის მიმართულებით.

 

ალის ჩაქრობისთანავე მოათავსეთ ტაფაზე შემწვარი ღორის ხორცის ნაჭრები, მოაყარეთ უცხო სუნელი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით. ტაფას დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიღეთ კერძი თეფშზე და დაასხით საწურში გადაწურული წვენი.