როგორ ვიკვებოთ და მოვიქცეთ ზაფხულში სწორად - rogor.ge

როგორ ვიკვებოთ და მოვიქცეთ ზაფხულში სწორად

ზაფხულში ძირითადი კვება ხილისგან უნდა შედგებოდეს. კარგად გაგაგრილებთ კიტრი, ყაბაყი. მოერიდეთ მჟავე ხილს, ციტრუსებს, სტაფილოსა და ჭარხალს. ისინი ათბობენ ორგანიზმს. აგრეთვე, უარი თქვით ხახვსა და ნიორზე, წიწაკაზე, არაჟანსა და მარილიან ყველზე.

ნუ დალევთ ცხელ სასმელებს. უმჯობესია, ისინი ოთახის ტემპერატურის იყოს, შეზავებული ლიმონით ან პიტნით. ყინული და ყინულიანი წყალი ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლას. ორგანიზმში აგროვებს ტოქსინებს.

ხორციდან უპირატესობა მიანიჭეთ ქათამს, ინდაურს, კრევეტებს. წითელი ხორცი ათბობს ორგანიზმს.

ზაფხულში შუადღის წაძინება "წამალია" ორგანიზმისთვის. მოერიდეთ ინტენსიურ ვარჯიშს. უმჯობესია ცურვა. თუ მიჩვეული ხართ სირბილს და აერობიკას, დილით ადრე გირჩევთ.

რაც შეეხება სამკაულებს, "გაგაგრილებთ" ვერცხლი, მალაქიტი, მთვარის ქვა, მარგალიტი, ამეთვისტო. სუნამოებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ჟასმინს. მას გამაგრილებელი ეფექტი აქვს.

ზაფხულში სასარგებლოა ტკბილი, გრილი სასმელები, წვნიანები. მოერიდეთ ალკოჰოლს, მარილიან და ცხარე საკვებს. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, ტყეში, ბაღებისა და ყვავილების გარემოცვაში. დაიძინეთ გრილ ადგილას.

წყარო: marao.ge