როგორ დავძლიოთ ღირსეულად სამსახურიდან გათავისუფლების სტრესი - rogor.ge

როგორ დავძლიოთ ღირსეულად სამსახურიდან გათავისუფლების სტრესი

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სიტუაციას ღირსების შელახვის გარეშე.

მიეცით საკუთარ თავს ერთი წუთი (ან ხუთი) შოკისგან თავის დასაღწევად. ამოისუნთქეთ, თუ ტირილის სურვილი გაქვთ, იტირეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ შეცვლის სიტუაციას, თუმცა შესაძლოა დაგეხმაროთ ემოციებისგან დაცლაში.

1-1656598253.png

მართეთ სიტუაცია. შესაძლოა თავი ჩათვალოთ ცუდ თანამშრომელად, ადამიანად და ზოგადად წარუმატებელ პიროვნებად, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი პანიკის გამო. ამის ნაცვლად, უთხარით საკუთარ თავს, რომ თავად არ ხართ დამნაშავე, უბრალოდ მოცემულ მომენტში არ გაგიმართლათ.

2-1656598264.png

ნუ ეცდებით აზრის შეცვლას. შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, მოითხოვოთ კიდევ ერთი შანსი, მაგრამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ მას. გადაწყვეტილება მიღებულია და ეს თითქმის ყოველთვის შეუქცევადია. ხვეწნა მხოლოდ შეასუსტებს შემდგომი მოლაპარაკების პროცესს.

3-1656598273.png

გადაწყვიტეთ თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები. დამსაქმებელს არ სურს ზედმეტი პრობლემები, კერძოდ, ცუდი რეპუტაციის მოპოვება. შეთანხმდით იმაზე, თუ როგორ გიპასუხებთ დამსაქმებელი რეკომენდაციისთვის დაკავშირების შემთხვევაში. მოითხოვეთ კომპენსაცია, შვებულება და ავადმყოფობის ანაზღაურება. შეიძლება იმდენს არ ანაზღაურებენ, რამდენსაც მოითხოვთ, მაგრამ ეს მოლაპარაკებების კარგი დასაწყისია. ითხოვეთ დახმარება ახალი სამუშაოს პოვნაში. ზოგიერთი დამსაქმებელი გთავაზობთ დასაქმების კომპანიების მომსახურებას. თუ არა, ჰკითხეთ რომელ ორგანიზაციებს გაუწევს რეკომენდაციას.

4-1656598284.png

ღირსეულად დატოვეთ სამსახური. არ დაელოდოთ სამუშაო დღის დასრულებას - ჩაალაგეთ ნივთები სამუშაო ადგილზე და წადით. თუ კოლეგები გაგაჩერებენ გამოსამშვიდობებლად, თავაზიანად მადლობა გადაუხადეთ მათ. არ გააგებინოთ ყველას ამ ამბის შესახებ, არ დაიმართოთ პანიკა და არ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან. არასოდეს თქვათ ცუდი არც უფროსზე და არც კომპანიაზე.

5-1656598303.png

დაუყოვნებლივ აცნობეთ მომხდარი თქვენს ოჯახს. მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ შოკში ხართ და გრცხვენიათ, უთხარით თქვენს ოჯახს რა მოხდა და მოიფიქრეთ პრობლემების გადალახვის გზები. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საყვარელი ადამიანებიც განიცდიან შოკსა და დისკომფორტს, გრძელვადიან პერსპექტივაში გაგიადვილდებათ შემდგომი ქმედებების ერთობლივად განხორციელება.

6-1656598332.png

მიეცით დრო საკუთარ თავს მდგომარეობიდან გამოსასვლელად. გაგიჩნდებათ ცდუნება, დაუყოვნებლივ დაიწყოთ ახალი სამუშაოს ძებნა, მაგრამ უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს დრო მომხდარის გადასახარშად და დასავიწყებლად. სირცხვილისა და პანიკისგან თავის დაღწევა და სწორი ფიქრი ამაში დაგეხმარებათ. გაატარეთ რამდენიმე კვირა ოჯახთან ერთად და სამომავლო გეგმებზე კონცენტრირდით.

7-1656598343.png

გააცნობიერე, რომ ეს არ არის ცხოვრების დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს რთული, არ იფიქროთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება დასრულებულია, როდესაც სამსახურიდან წახვალთ. დაინახეთ ეს სიტუაცია სხვა თვალით და დაიწყეთ ფიქრი უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, ეს რთული პერიოდია, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, გამოგიმუშავდებათ ახალი შესაძლებლობებიც.

8-1656598353.png

წყარო: wikihow.com