როგორ შევურჩიოთ ძაღლს სახელი? - rogor.ge

როგორ შევურჩიოთ ძაღლს სახელი?

ძაღლის სახელი უნდა იყოს ადვილად დამახსოვრებადი, რომ ის პირველივე დაძახებაზე რეაგირებდეს. სასურველია შედგებოდეს არა უმეტეს 4-6 ასოსი და ერთი მარცვლისგან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ადვილად წარმოითქვას ეს სახელი, რადგან ხშირად მოგიწევთ დაძახება.

თუ თქვენ გეგმავთ გაწვრთნათ ძაღლი, მაშინ საჭიროა შევურჩიოთ იმ მარცვლისგან შემდგარ სახელი, რომელსაც შეიცავს ბრძანებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი ვერ გაგიგებთ.

თუ თქვენს ძაღლს აქვს საგვარეულო ნუსხა, ხშირად ამ დიდ დოკუმენტებში ჩაწერილია სახელი, რომელიც საკმაოდ რთულია აღსაქმელად, რადგან შედგება რამოდენიმე სიტყვისგან. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მისთვის შემოკლებული ვარიანტის მოფიქრება, რომელიც იქნება შესაბამისი მის სრულ სახელთან.

თუ არ გინდათ მისთვის ქართული სახელის დარქმევა, შეურჩიეთ მას უცხოური ვარიანტი, მაგრამ გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი მოთხოვნები.

სახელის შერჩევაში შეიძლება თავად ძაღლი დაგეხმაროთ იმის მიხედვით, თუ რა ხასიათის და რა ტემერამენტისაა იგი.

ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ძაღლი იზრდება, ამიტომ ზედმეტად "ტკბილი" სახელის დარქმევა უადგილოა.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლს დაარქვათ თქვენი წინა ცხოველის სახელი. მითუმეტეს, თუ ის თავისი სიკვდილით არ დაიღუპა. არის საშიშროება, რომ გაიმეორებს მისი წინამორბედის ბედს. თუმცა თჲ წინა ძაღლი სიბერით დაიღუპა, მაშინ ასეთი სიფრთხილე უკვე აღარ იქნება საჭირო. თუმცა მაინც აკობებს ძაღლისთვის სხვა ახალი სახელის შერჩევა.

სახელის შერჩევისას საჭიროა ძღლის სქესის გათვალისწინება, რადგან ძუს, მაგალითად არ მოუხდება ხვადის სახელი, ან შეგიძლიათ რაიმე ნეიტრალური სახელი შეურჩიოთ, რომელიც ისევე მოერგება ძუს, როგორც ხვადს.

ზოგჯერ ძაღლებს, რომლის შეძენაც ხდება სპეციალურ კლუბებში სახელებს მკაცრად ერთი გარკვეული ასოს მიხედვით ურჩევენ. ერთის მხრივ ეს ამარტივებს სახელის შერჩევას, მაგრამმეორეს მხრივ პირიქით, ართულებს, რადგან ზოგ ასოზე ლამაზი სახელის მოგონება ძალიან ჭირს, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა გაქვთ უფლება დაუძახოთ ძაღლს ისე, როგორც მოგესურვებათ, თუმცა მხოლოდ შინაურ სიტუაციაში.

სასურველია ნაკლებ პოპულარული სახელის შერჩევა, რადგან ხშირად გამოყენებად სახელზე შეიძლება რამოდენიმე ძაღლი გამოგეხმაუროთ.

არ არის სასურველი მისცეთ ძაღლს სახელი, სადაც ხმამაღალი ბგერებია, ამან შეიძლება მასში აგრესიის პროვოცრება მოახდინოს. ამიტომ ეცადეთ შეურჩიოთ "რბილი" სახელი.

ზოგი ცრუმორწმუნე ძაღლის მოყვარული არ იწონებს ძაღლის სახელის შერჩევას მის მოყვანამდე. თვლის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს უბედურება. მაგრამ რა თქმა უნდა სახელის წინასწარ შერჩევა არ თამაშობს არანაირ როლს,უბრალოდ ის შეიძლება იყოს აზრს მოკლებული და ადამიანი ხშირად უარს ამბობს ასე შერჩეულ სახელზე, რადგან ის უბრალოდ არ უხდება ძაღლს.

თუ თქვენს ოჯახში არიან ბავშვები აუცილებალდ გაითვალისწინეთ მათი ვარიანტები, რადგან უმეტეს შემთხვევაში სწორედ ისინი იგონებენ სახელების საუკეთესო ვარიანტებს. ამასთან, მათი დიდი ფანტაზია და ბავშვური სიკეთე აძლევთ საშუალეობას მოიფიქრონ ისეთი სახელები, რომლებიც მეტად შეესატყვისება ძაღლის ხასიათს და ტემპერამენტს.

სახელის შერჩევის მერე ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად და ხმამაღლა დაუძახოთ ძაღლს. ასე იგი მალე დაიმახსოვრებს და თქვენს ძახილს გამოეხმაურება. ამასთან, სახელი აუცილებელია ძაღლის გაწვრთნის დროს.

როგორც ვხედავთ, ძაღლის სახელის არჩევა - ეს იგივეა, რაც ახალშობილისთვის სახელის შერჩევა. ადამაინის სახელი მართავს მის ბედს. ასევე ძაღლის სახელი ახდენს გავლენას პატარა, უსუსური ლეკვის ბედზე. ამიტომ ძაღლის სახელის არჩევა - სერიოზული ნაბიჯია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. თქვენი ბინადარის გაბედნიერება თქვენს ხელშია.

წყარო: zooclub.ge