როგორ შევინარჩუნოთ სუფთა სახე - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ სუფთა სახე

დაადგინეთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ. კანი მშრალია, ცხიმიანი თუ ნორმალური? ეს არის ის, რაც თქვენ უნდა გაარკვიოთ, რათა შეარჩიოთ სახის გამწმენდი პროდუქტები სწორად. თუ თქვენ გაქვთ ნორმალური კანი, თქვენს კანს აქვს ტენიანობის, ცხიმიანობის და გამძლეობის ბალანსი. ეს არის ის, რის მიღწევასაც ცდილობთ კანის სისუფთავის შენარჩუნებით. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, სახე შეიძლება გამოჩნდეს მბზინავი ან ცხიმიანი დაბანიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ. თუ მშრალი კანი გაქვთ, ის ხშირად იქერცლება, რაც დისკომფორტს გიქმნით. თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, თქვენი კანი ხშირად არის დაჭიმული, გექავებათ, ან გაქვთ ალერგიული რეაქციები. ბევრ ადამიანს აქვს კომბინირებული კანი, სადაც სახის ნაწილი ცხიმიანია, ნაწილი კი მშრალი.

1-1656345705.jpg

გამოიყენეთ სახის დასაბანი საშუალება დღეში ორჯერ. დაიბანეთ სახე ერთხელ დილას და ერთხელ საღამოს. ყველა ადამიანის კანი განსხვავებულია და სხვადასხვა რამ სჭირდება. შეიძლება დაგჭირდეთ რამდენიმენაირი სახის დასაბანი საშუალება, რათა იპოვოთ ის, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს თქვენთვის. თქვენ გჭირდებათ კანის გასუფთავება ჭუჭყისგან, მტვრისგან და ზედმეტი ცხიმებისგან. გამწმენდის არჩევა დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპზე, რამდენად ხშირად იკეთებთ მაკიაჟს, მაგალითად, თუ თქვენი კანი ცხიმიანია, დაგჭირდებათ გამწმენდი, რომელსაც აქვს დაბალი pH დონე, რაც უფრო ეფექტური იქნება. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, არ აიღოთ ისეთი გამწმენდი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ქიმიკატებს. მოერიდეთ ჩვეულებრივი საპნების გამოყენებას, რომლებიც ზედმეტად უხეშია თქვენი სახისთვის. უმჯობესია ჩამოიბანოთ სახე თბილი ან გრილი წყლით. უნდა დაიბანოთ სახე ვარჯიშის შემდეგ, რათა მოიცილოთ ოფლი და ჭუჭყი, რომლებმაც შეიძლება ჩაკეტოს თქვენი ფორები.

გააშრეთ კანი სუფთა პირსახოცით. სახის კანი მგრძნობიარეა. დარწმუნდით, რომ პირსახოცი სუფთაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქტერიები გადავა თქვენს სუფთა სახეზე.

saxe-1656346078.png

გამოიყენეთ ტონერები. ტონერი შეიძლება საკმაოდ კარგი იყოს ცხიმიანი კანის, აკნეს ან გაფართოებული ფორებისთვის. ტონერები ხელს უწყობენ ზედმეტი ცხიმების და მკვდარი უჯრედების მოცილებას. დაამატეთ ის აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა რეტინოიდები, ანტიოქსიდანტები და ექსფოლიანტები. წაისვით ტონერი გაწმენდის შემდეგ სუფთა ბამბის საფენით შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე წრიული მოძრაობებით, მოარიდეთ თვალის არეს. ეცადეთ სწორად შეარჩიოთ ტონერი თქვენი კანის ტიპისთვის.

3-1656346104.png

თვალების ირგვლივ განსაკუთრებული სინაზით მოეპყარით კანს. არ შეიზილოთ თვალები და არ გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები. სახის ეს ნაწილი ძალიან დელიკატურია.

4-1656346139.png

არ შეეხოთ სახეს. სახეზე შეხებამ შეიძლება გაავრცელოს ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ფორების ანთებას. თუ სახეზე შეხება მოგიწევთ მაკიაჟის ან სახის კრემის გამოსაყენებლად, ჯერ დაიბანეთ ხელები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი სუფთაა. ასევე, ეცადეთ, თავი აარიდოთ სახის ნივთებს, რომლებიც აგროვებენ ცხიმსა და კანის ნარჩენებს.

5-1656346189.png

გამოიყენეთ მაკიაჟი, რომელიც შესაფერისია თქვენი კანის ტიპისთვის. შეეცადეთ გამოიყენოთ მაკიაჟი, რომელსაც აქვს ეტიკეტზე „არაკომედოგენური“ ან „არააკნეგენური“, თუ ეს შესაძლებელია, რადგან ისინი შექმნილია აკნესა და გამონაყარის თავიდან აცილებისთვის. დარწმუნდით, რომ არ იყენებთ ვადაგასულ მაკიაჟს. კანის მოვლის საშუალებებს, ისევე როგორც საკვებს, აქვთ ვარგისიანობის ვადა. ვადის გასვლის შემდეგ მათი გამოყენება საკმაოდ საზიანოა.

დაიცავით ჯანსაღი დიეტა. ჯანსაღი დიეტა მოიცავს ბოსტნეულს, ხილს და უგულებელყოფს შაქარს და „უსარგებლო საკვებს“. სცადეთ უცხიმო რძის პროდუქტები. უცხიმო იოგურტს აქვს A ვიტამინი. მას ასევე აქვს აციდოფილუსი, "ცოცხალი" ბაქტერია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების სწორ ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ დადებითი ეფექტებით ზემოქმედებს კანზე. მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობას, როგორიცაა მაყვალი, მოცვი, მარწყვი და ქლიავი. სცადეთ საკვები, რომელიც შეიცავს ისეთ ცხიმოვანმჟავებს, როგორიცაა ორაგული, ნიგოზი და სელის თესლი. ისინი ხელს უწყობენ ჯანსაღი უჯრედის მემბრანის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს.

bolo-1656346215.png

წყარო: wikihow.com