როგორ ვისწავლოთ სკოლაში ადვილად
ხანდახან სკოლაში გაკვეთილზე გინდება, რომ დაიძინო... მეც მასე ვიყავი და ეს ნაცნობი სიტუაცია არის :(, მაგრამ დამიჯერეთ, არ ღირს ამით გატაცება, შენ შეიძლება სიზმრის ყველაზე საინტერესო მომენტზე გამოგაღვიძონ, დაგისვან კითხვები და არასასიამოვნო ნიშანიც დაწერონ. არც ის ხერხი გამოგადგებათ ყველა დასმულ და დასასმელ კითხვაზე წინსწარ გასცეთ პასუხი დასანახად, რომ იცით. წესი პირველი: დაელოდე ხელსაყრელ მომენტს. უფრო სწორად დაელოდე ადვილ კითხვას, ადრე თუ გვიან ის რომელიმე საგანში მაინც არის, ამით შენ შეძლებ უადვილესად მიიღო მაღალი ქულა.
თუ გთავაზობენ, რომ მოამზადოთ რამე რეფერატი ან პრეზენტაცია - დათანხმდი ისე, რომ არც დაფიქრდე. თანამედროვე პირობებში რადგან ეხლა შენ კითხულობ სტატიას დამიჯერე არც ის გაგიჭირდება, რომ თითქმის ნებისმიერ თემაზე შეძლო ინფორმაციების მოპოვება და ამობეჭდვა. თუ გაქვს ნიჭი, რომ პრეზენტაციები გააკეთო ეს ხომ საერთოდ საუკეთესო საშუალებაა. ეს პროცესი ბევრად უფრო სახალისო იქნება ვიდრე წიგნი ან მოსაწყენი პარაგრაფების კითხვა და ჩაბარება, ხოლო თუ მოახერხებ ისეთი თემაზე ისეთი ინფორმაციები ნახო რაც არ იცის მასწავლებლემა დეტალურად და თუ გააოცეთ ის, იზრდება შანსი, რომ უფრო მაღალი შეფასება აიღოთ.