რა შემთხვევაშია შესაძლებელი სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება - rogor.ge

რა შემთხვევაშია შესაძლებელი სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება

რა კრიტერიუმებით ხდება სავალდებულო შემოწმება?

1. სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.

2.მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  • ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
  • ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით;
  • გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
  • დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
  • ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.

3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო ძალებში გასაწვევ წვევამდელთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.

რა შემთხვევაში თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან?

1. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:

  • ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;
  • ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;
  • გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;
  • დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;
  • ე) ასპირანტი;
  • ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;

ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

ჯარში გაწვევის თავიდან არიდების ერთ-ერთი გზაა "გირჩის" რელიგიურ ორგანიზაციაში - “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”-ში გაწევრიანება. ორგანიზაცია ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” დამადასტურებელ მოწმობას გასცემს, რომელიც საკმარისია სავალდებულო სამსახურის გადასავადებლად.