როგორ მოვამზადოთ უგლუტენო შოკოლადის რულეტი რძის პროდუქტების გარეშე - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ უგლუტენო შოკოლადის რულეტი რძის პროდუქტების გარეშე

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 190°C-ზე. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.

ჯამში აურიეთ კაკაო, სახამებელი და მარილი.

ცალკე, ათქვიფეთ კვერცხის ცილები და ნელ-ნელა დაუმატეთ 25 გ. შაქარი. თქვიფეთ სანამ არ გამაგრდება ქაფი.

ruleti1-1655987423.jpg

ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის გულები დარჩენილ 125გრ შაქართან ერთად, გათეთრებამდე. დაუმატეთ ვანილი, კაკაო, სახამებელი და რომი (სურვილისამებრ).

2-1655987570.jpg

ფრთხილად შეურიეთ ცილის მასა და გადაიტანეტ საცხობ სინზე.

2-1655987673.jpg

მოასწორეთ თანაბრად შპატელით.

3-1655987682.jpg

როგორც კი ბისკვიტი გამოცხვება, გამოიღეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

2-1655987874.jpg

დააფარეთ სუფთა ჩაის ტილო და ამოაბრუნეთ.

4-1655987899.jpg

დანით ჩამოაჭერით კიდეები. ბისკვიტი გადაახვიეთ ჩაის ტილოს დახმარებით.

3-1655987934.jpg

ათქვიფეთ კარაქი, ქოქოსის ზეთი (თუ იყენებთ) და წაბლის პასტა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2-1655988043.jpg

გაშალეთ ბისკვიტი და შიგთავსი მთელ სიბრტყეზე თანაბარ ფენად გაანაწილეთ, ერთ-ერთ კიდეზე დატოვეთ 1-2 სმ ზოლი.

2-1655988134.jpg

შედეთ საყინულეში 10 წთ.

დაადნეთ შავი შოკოლადი და შეურიეთ წაბლის პასტას. შემდეგ, გამოიღეთ რულეტი და წაუსვით მიღებული მასა. რულეტი დააბრუნეთ საყინულეში, რომ შოკოლადი გამაგრდეს.

2-1655988284.jpg

2-1655988308.jpg

2-1655988374.jpg

რულეტის გაფორმებისას შეგიძლიათ იყოთ კრეატიული. შეგიძლიათ გაადნოთ 50 გ. თეთრი შოკოლადი და ჩაის კოვზის გამოყენებით გაანაწილოთ ერთ კიდეზე. დარჩენილი შოკოლადი მოასხათ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ხილი, დაკონსერვებული ხილი, ან უბრალოდ მოაყაროთ კაკაოს ფხვნილი ან შაქრის პუდრა, ყველაფერი, რაც მოგწონთ, იყავით შემოქმედებითი!

ruleti2-1655988525.jpg

.წყარო: instructables.com