როგორ ასწავლოთ თქვენს შვილს კარგი მანერები
ასწავლეთ მათ კეთილგანწყობის შესახებ
ასწავლეთ თქვენს შვილს თანაგრძნობისა და საზოგადოების მიმართ ზრუნვის მნიშვნელობა. იმისთვის, რომ დაეხმაროთ მათ თანაგრძნობის გაგებაში, ეცადეთ, რომ კონფლიქტებს სხვა ადამიანის თვალით შეხედონ. მაგალითად, თუ ისინი კამათობენ და-ძმასთან, სთხოვეთ ორივე ბავშვს ერთმანეთს გასაგებად აუხსნან თავიანთი აზრი. ასწავლეთ მათ კომპრომისზე წასვლა, რათა თქვენმა შვილმა ისწავლოს როგორ შეიმუშაოს პოზიტიური განწყობა მაშინაც კი, როდესაც რაღაც მათი მოსაწონი არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ თანაგრძნობის განცდის გაჩენა მსოფლიოში არსებულ საკითხებზე საუბრით, როგორიცაა ადამიანების გაჭირვება, რასიზმი, სიღარიბე და ჰომოფობია. თუ თქვენი შვილი საკმარისად დიდია, წაიყვანეთ იგი მოხალისედ, მაგალიტად გარემოს დასუფთავების აქციაზე, რათა გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი საქმის კეთება! ეცადეთ, რომ მათ ხშირად უყურონ საგანმანათლებლო სატელევიზიო გადაცემებსა და ფილმებს, რომლებიც ბავშვებს უბიძგებს, ისწავლონ ეთიკისა და სხვებზე ზრუნვის შესახებ.
შეუქმენით მათ პოზიტიური მოლოდინები
იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ უთხრათ თქვენს შვილს, რომ რაღაც არ გააკეთოს, თქვით ის, რაც მან უნდა გააკეთოს. „არა“-მ ყოველგვარი ალტერნატიული წინადადების გარეშე შესაძლოა თქვენი შვილი დააბნიოს და ვერ მიხვდეს, რა უნდა გააკეთოს. მიეცით თქვენს შვილს მითითებები, რათა შეუქმნათ დადებითი მოლოდინები.
იყავით თანმიმდევრული
ყოველთვის მიჰყევით იმ მოლოდინებს, რომლებსაც თქვენს შვილს დაუსახავთ. დააკისრეთ თქვენს შვილს პასუხისმგებელობა და შეახსენეთ, რომ თანმიმდევრულად გამოიყენოს თავისი მანერები.
აჩვენეთ კარგი მანერები თქვენს შვილს
ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ სხვების მაგალითზე. ყოველთვის იყავით კეთილი და თავაზიანი თქვენი შვილის წინაშე, რათა მათ ჰქონდეთ კარგი მისაბაძი მაგალითი. იფიქრეთ ყოველ საღამოს ოჯახურ ვახშაზმე, ეს შესანიშნავი ადგილია თავაზიანი საუბრისა და სხვა მანერების გამოსავლენად. არ დამალოთ ისეთი ემოციები, როგორიცაა სიბრაზე, სევდა და მოუთმენლობა კარგი მანერების მოდელირების მიზნით. აჩვენეთ თქვენს შვილს გზები, რომ გაუმკლავდეს ამ ემოციებს ჯანსაღად, ნაცვლად იმისა, რომ აჩვენოთ თქვენს შვილს, რომ მან უნდა დამალოს თავისი ემოციები კარგი მანერებისთვის.
მადლიერების გამოხატვა კარგი მანერების მნიშვნელოვანი ნაწილია
ასწავლეთ თქვენს შვილს, როდესაც მიზანშეწონილია თქვას „მადლობა“, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ვინმე დაეხმარა მას, უპასუხა შეკითხვას, ან რაღაც აჩუქა. თუ ამჩნევთ, რომ დაავიწყდა, თავაზიანად შეახსენეთ.
ასწავლეთ ბავშვს, რომ დაამყაროს მზერითი კონტაქტი
თვალებში ყურება საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილია! ეს შეიძლება ვინმესთვის რთული იყოს, ბავშვისთვის თუ ზრდასრულისთვის. თუ ვინმესთან საუბრისას შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი მიწას უყურებს, ნაზად შესთავაზეთ ახედოს, როცა ვინმე ელაპარაკება. თუმცა, მოერიდეთ მის შერცხვენას, რადგან ბავშვი შეიძლება უბრალოდ ზედმეტად მორცხვი იყოს! ნუ აიძულებთ თქვენს შვილს დაამყაროს მზერითი კონტაქტი, თუ ეს მისთვის არაკომფორტულია. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მას მზერითი კონტაქტის დამყარება გარკვეული დროის განმავლობაში საუბრის დროს, მაგრამ ნუ აიძულებთ მუდმივად გააკეთოს ეს.
წყარო: wikihow.com