როგორ შევაყვაროთ თავი ვერძს - rogor.ge

როგორ შევაყვაროთ თავი ვერძს

პაემანი ვერძთან

თუ ვერძთან პაემანზე წასვლას გადაწყეტთ, მოერიდეთ დაგვიანებასა და საეჭვო ხუმრობებს, რადგან თავად ძალიან პუნქტუალური, სიცოცხლით სავსე და აქტიური ადამიანია. ძალიან უყვარს კომპლიმენტები და შეგრძნება, როდესაც თავს განსაკუთრებულად თვლის. ზოგადად მოსწონს, როცა მას ჭკვიან ადამიანად თვლიან, ამიტომ მისი გულის მოსაგებად ინტელექტუალურ მეთოდებს უნდა მიმართოთ.

აღსანიშნავია, რომ ვერძს ახასიათებს აგრესიულობა და სიფიცხე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შეყვარებული ვერძი ძალიან ეჭვიანია და მას თქვენი დროის დიდი ნაწილი უნდა დაუთმოთ. მასში ნდობის მოსაპოვებლად ხშირად ჰკითხეთ რჩევა და უმეტესწილად გონივრულ მოსაზრებასთან ერთად მისგან ბონუსად მზურველობასა და სიპათიას მიიღებთ. ვერძის რჩევა ყოველთვის მყისიერი და გულწრფელია. იმდენად რამდენადაც გულახდილია, თქვენს მოსაზრებას მისი პიროვნების შესახებ საკმაოდ დადებითად მიიღებს.

ვერძთან ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს თუ მას რაიმეს კარნახს დაუწყებთ ან საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოქცევას შეეცდებით. მასთან ბრძანების ტონით საუბარი არ გამოგადგებათ, მისგან ბრძანების შესრულებას ნუ დაელოდებით, რადგან დიდი ალბათობით არც კი მოგისმენთ. მიანიჭეთ მას თავისუფლება და ვერძის სახით გვერდით მოსიყვარულე და ერთული პარტნიორი გეყოლებათ.

წყარო: astrologi.ge