როგორ მივიღოთ ყინულის აბაზანა - rogor.ge

როგორ მივიღოთ ყინულის აბაზანა

ყინულის აბაზანის მიღება ძალიან მარტივია - თქვენ უბრალოდ უნდა აავსოთ აუზი ყინულიანი წყლით. თუ პირველად აკეთებთ ამას, დაიწყეთ რაიმე მარტივით, მაგალითად, დაიწყეთ თბილი წყლით, სანამ ტემპერატურას შეამცირებთ. ყინულის აბაზანების მიღება უმჯობესია განსაკუთრებით რთული და დამღლელი ვარჯიშის შემდეგ. მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

შეიძინეთ ყინული სასურსათო მაღაზიაში ან სუპერმარკეტში. იყიდეთ ყინული აბაზანის მიღებამდე, ან შეინახეთ საყინულეში, სანამ არ დაგჭირდებათ.

yinuli-1655898179.jpg

აავსეთ აბაზანა ცივი წყლით, მაგრამ არ გაავსოთ მთლიანად. ყინულის დამატების შემდეგ ვანაში წყლის დონე მოიმატებს, ამიტომ არ აავსოთ იგი პირამდე. დარწმუნდით, რომ წყალი საკმარისად ცივია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყინული ძალიან მალე დადნება. ყინულის აბაზანის მიღება ასევე შესაძლებელია საცურაო აუზში. ამისათვის აავსეთ აუზი მილით. მაგრამ თუ გსურთ მხოლოდ ფეხები გაიგრილოთ ყინულის წყლით, აიღეთ სათლი, ან გასაბერი აუზი და აავსეთ იგი ცივი წყლით.

yinuli-1655898202.jpg

დაამატეთ ყინული აბაზანაში, სანამ ტემპერატურა არ დაეცემა 13-16°C-მდე. ჩააგდეთ წყლის თერმომეტრი ტემპერატურის გასაზომად. თუ წყალი საკმარისად ცივი არ არის, დაამატეთ მეტი ყინული. თუ წყალი ძალიან გაცივდა, დაამატეთ თბილი წყალი. აბაზანის მიღება, სადაც წყლის ტემპერატურა 13°C-ზე დაბლა ეცემა, შეიძლება საშიში იყოს. თუ აქამდე არასდროს მიგიღიათ ყინულის აბაზანა, დაიწყეთ შედარებით თბილი წყლით და ნელ-ნელა დაწიეტ ტემპერატურა. გირჩევთ თავდაპირველად დაიწყოთ 16-21 °C-მდე ტემპერატურით. ყოველ მომდევნო ჯერზე შეამცირეთ წყლის ტემპერატურა 1-2 გრადუსით.

yinuli-1655898229.jpg

ჩაიცვით საცურაო ტრუსი. საცურაო შორტები ან ტრუსები დაგეხმარებათ აბაზანის მიღებისას სხეულის ქვედა ნაწილის მგრძნობიარე უბნების თბილად შენარჩუნებაში. ანალოგიურად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხის თერმული წინდები, დამზადებული იგივე მასალისგან, რითაც საცურაო კოსტიუმი. თუ ვერ იშოვით მაღაზიებში, ჩაიცვით წინდები.

yinuli-1655898250.jpg

დაისვენეთ, როცა წყალში ხართ. ყინულის აბაზანას იღებენ კუნთების დასამშვიდებლად და არა დასაბანად, ამიტომ ეცადეთ დაისვენოთ და მოდუნდეთ. აბაზანიდან ამოდით 6-8 წუთის შემდეგ. დროთა განმავლობაში, თანდათან გაზარდეთ ყინულის აბაზანაში ყოფნის ხანგრძლივობა 15 წუთამდე. არასოდეს მიიღოთ ყინულის აბაზანა 20 წუთზე მეტ ხანს, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კუნთებსა და ჯანმრთელობაზე. თუ რაიმე მომენტში ძალიან შეგცივათ, ან არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, ამოდით აბაზანიდან.

yinuli-1655898291.jpg

გაიმშრალეთ სხეული, რომ აღიდგინოთ ტემპერატურა. გამშრალეთ სუფთა პირსახოცით. ამის შემდეგ შემოიხვიეთ პლედი, ან ჩაიცვით მაისური. თქვენ შეგიძლიათ დალიოთ რაიმე თბილი, როგორიცაა ჩაი, ყავა ან თბილი წყალი ლიმონით. არ მიიღოთ თბილი შხაპი ყინულის აბაზანის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მისი ეფექტურობა. თუ აუცილებლად გჭირდებათ თბილი შხაპის მიღება, შეეცადეთ დაიცადოთ აბაზანის მიღებიდან ნახევარი საათი მაინც.

yinuli-1655898323.jpg

წყარო: wikihow.com