როგორ დავიწყოთ ტაქსაობა - rogor.ge

როგორ დავიწყოთ ტაქსაობა

ადამიანებს აქვთ ორი გზა: იმუშაონ დამოუკიდებლად, ან მიმართონ კომპანიას.

თუ გსურთ დამოუკიდებლად იმუშაოთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: მანქანა აუცილებლად უნდა შეღებოთ თეთრად და ზემოდან დაადგათ ტაქსის ნიშანი.

თუ გსურთ კომპანიას მიმართოთ, მაშინ თავად გაგიწევენ შესაბამის მომსახურებას, დაგარეგისტრირებენ საიტზე, მთავარია გქონდეთ სათანადო სმარტფონი და აპლიკაცია ტელეფონში, რათა შეძლოთ შეკვეთების მიღება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ კომპანია გასაქმებთ, არაა აუცილებელი თეთრი მანქანით ტაქსაობა.

აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი გაფრთხილებები:

ტაქსი არ უნდა იყოს მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი, ამ ტიპის მსუბუქ ავტომობილებზე ტაქსით გადაყვანის ნებართვა არ გაიცემა;

ტაქსით გადაყვანისას გამოყენებული მსუბუქი ავტომობილის ფერი უნდა იყოს თეთრი; სტანდარტიზაციის მიზნით, შეიზღუდა ტაქსის მანქანის ფერი და ვიზუალი – იმისთვის, რომ მიიღოთ ტაქსით გადაყვანის ნებართვა უნდა აკმაყოფილებდეთ ამ პირობასაც (როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თუ დამოუკიდებლად იწყებთ ტაქსაობას);

ტაქსის მძღოლი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები ავტომობილში;

იკრძალება ტაქსით იმაზე მეტი ადამიანის გადაყვანა, ვიდრე დადგენილია ამა თუ იმ მარკის ავტომობილის დამამზადებლის მიერ..

ტაქსში ნივთების დაკარგვის/დარჩენის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან რაიონულ პოლიციაში.

2018 წლის 1 აგვისტოდან უკვე შესაძლებელია დარეგისტრირება და ტაქსით მგზავრთა გადასაყვანად ნებართვის მიღება, ხოლო 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები, რომლებიც არ იქნებიან დარეგისტრირებული ლიცენზიის მოსაპოვებლად საიტზე – https://taxi.tbilisi.gov.ge/ , ანუ არ ექნებათ ტაქსით გადაყვანის ნებართვა, მათ მიერ დედაქალაქში ტაქსის სერვისის მიწოდება ჩაითვლება კანონდარღვევად და დაჯარიმდებიან 200 ლ-ით.