როგორ ვიპოვოთ სიმღერა, რომლის სახელი არ ვიცით? - rogor.ge

როგორ ვიპოვოთ სიმღერა, რომლის სახელი არ ვიცით?

ამაში გარკვეული აპლიკაციები დაგეხმარებათ. შეგიძლიათ Shazam-ის მეშვეობით მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სიმღერა. ამისათვის მიჰყევით გარკვეულ ნაბიჯებს:

ჩამოტვირთეთ Shazam-ის აპლიკაცია. Shazam-ი საშუალებას გაძლევთ ამოიცნოთ ნებისმიერი სიმღერა. ხელმისაწვდომია Apple-ის ან Android-ის ტელეფონებისთვის და ასევე შეიძლება დაუკავშირდეს თქვენს Apple-ს ან Google Watch-ს.

1-1655809779.png

მუსიკის ამოცნობა შეგიძლიათ შემდეგნაირად: გახსენით Shazam-ის აპი და დააჭირეთ "Touch to Shazam". Shazam-ი შემდეგ მოუსმენს სიმღერას და ამოიცნობს მას. ამის შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ სიმღერის სახელწოდება, ან გადახვიდეთ გვერდზე, სადაც Shazam-ი აჩვენებს სიმღერის ტექსტს.

2-1655809810.png

მუსიკის ამოცნობასთან ერთად, აპლიკაციის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ საუკეთესო ტრეკები მთელი მსოფლიოდან და ნახოთ რა "დააშაზამეს" არტისტებმა ბოლო დროს, რაც დაგეხმარებათ ახალი მუსიკის აღმოჩენაში. თქვენ,ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ტრენდული "შაზამები" და გექნებათ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ შემსრულებელს, უყუროთ მუსიკალურ ვიდეოს, მოუსმინოთ სხვა რეკომენდებულ სიმღერებს, ან უფასოდ მოუსმინოთ სიმღერას აპლიკაციის "Rdio" ფუნქციით. ტენდენციური Shazams-ის სანახავად, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ "Trending" გვერდს და გექნებათ წვდომა სხვადასხვა ჟანრის ტოპ ტრენდულ ტრეკებზე.

3-1655809828.png

მეტი ხელმისაწვდომობისთვის დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში. თქვენი აპლიკაციის "My Shazam" გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა სიმღერა, რომელიც გაქვთ ამ აპლიკაციით მოძებნილი. ანგარიშის შექმნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Spotify-სა და Rdio-ს და გქონდეთ წვდომა ყველა შემსრულებელზე, რომლებსაც თვალს ადევნებთ. თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ყველა ეს ფუნქცია Shazam-ის ვებსაიტზეც: www.shazam.com, მაგრამ აპი შეიძლება ფუნქციურად უფრო მარტივი იყოს, თუ ცდილობთ ახალი მუსიკის აღმოჩენას თქვენს ტელეფონში.

4-1655809841.png

წყარო: wikihow.com