როგორ დავწვათ ცხიმი - 8 მეთოდი - rogor.ge

როგორ დავწვათ ცხიმი - 8 მეთოდი

გთავაზობთ 8 წესს:

მთავარი წესი: დღის განმავლობაში უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე იღებთ მას საკვებიდან - მხოლოდ ამის მერე დაიწყებს ორგანიზმი,გამოიყენოს ენერგიის წყაროდ თქვენი ცხიმის მარაგი და შეავსოს ეს დეფიციტი.

კვება უნდა იყოს დღეში 4-ჯერადი და მცირე პორციებით. ეს აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს.

თუ გინდათ ცხიმის დაწვა, ადრე უნდა დაწვეთ დასაძინებლად და დიდხანს გეძინოთ. ძილის დროს გამოიყოფა ბევრი ანაბოლური ჰორმონი, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის წვას.

არ უნდა მიიღოთ სწრაფი ნახშირწყლები, რადგან ორგანიზმი მათ სწრაფად ითვისებს და შიმშილის გრძნობაც მალე დგება.

მიიღეთ ბევრი ბოსტნეული, ის შეიცავს უჯრედისს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ ითვისებს და მის გადამუშავებაზე ხარჯავს ენერგიას. ასევე მათი სწრაფ ნახშირწყლებთან შეთავსებით შეამცირებთ ამ უკანასკნელის გლიკემიურ ინდექსს.

ცილებისგან არ გასუქდებით. პირიქით, ორგანიზმი მათ გადამუშავებაზე ხარჯავს ენერგიას.

თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცხიმები. ისინი საჭიროა თქვენი ჰორმონალური სისტემისთვის.

სვით ბევრი წყალი, რადგან წყალი ეხმარება ორგანიზმს ცილების გადამუშავებისას მიღებული ნარჩენების გამოდევნაში. ასევე ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. აუცილებლად გამორიცხეთ სხვა ტკბილი სასმელები.

წყარო: mkurnali.ge