როგორ გავაკეთოთ ნაყინის სენდვიჩები მარტივად - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ნაყინის სენდვიჩები მარტივად

გზთავაზობთ მომზადების მარტივ გზას.

ამისათვის დაგჭირდებათ:

  1. პატარა ქვაბი
  2. დიდი და პატარა თასი
  3. სათქვეფი
  4. საზომები ჭიქები
  5. საცხობი ქაღალდი

მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1: კარაქის გადნობა

nayini1-1655790200.jpg

გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე C ან 350 გრადუს ფარენჰეიტზე.

ნაბიჯი 2: თხევადი ინგრედიენტები

nayini1-1655790605.jpg

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ ერთმანეთში და შემდეგ დავამატოთ გამდნარი კარაქი.

ნაბიჯი 3: მშრალი ინგრედიენტები

nayini1-1655790645.jpg

აწონეთ ფქვილი და დაუმატეთ დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები.

ნუ შეგეშინდებათ ყავის ფხვნილის, ის ყავის გემოს არ მისცემს, უბრალოდ შოკოლადის გემოს აძლიერებს!

ნაბიჯი 4: შეურიეთ ყველაფერი დიდ ჯამში

nayini1-1655790718.jpg

უნდა მიიღოთ ცომის ნორმალური კონსისტენცია. ის არ უნდა იყოს ძალიან სქელი, თუმცა შეგიძლიათ გათხელება.

საცხობ ფორმაში მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და დაასხით მასა. შედგით შუა ღუმელში დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში.

ნამცხვარი ზემოდან უნდა დაიდოს და კბილის ჩხირით ჩაჩხვლიტეთ, ამით მიხვდებით გამოცხვა თუ არა.

ნაბიჯი 5: ერთად მოათავსეთ ნაყინის სენდვიჩები

nayini1-1655790758.jpg

როცა ვაფლი გამაგრდება, გამოიღეთ საყინულედან და გაყავით შუაზე.

nayini1-1655790816.jpg

თუ იყენებთ მაღაზიაში შეძენილ ნაყინს:

აიღეთ ნაყინი და დაჭერით სიგრძეზე (ასე რომ გათხელდეს) და მოათავსეთ ვაფლის ფურცლის ნახევარზე. მეორე დაადეთ ზემოდან. დანით შეგიძლიათ დაჭრათ იდეალური პატარა სენდვიჩები! შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში საკმაოდ დიდი ხნით (თუ ძალიან სწრაფად არ მიირთმევთ).

nayini2-1655790848.jpg

თუ თქვენ თვითონ გააკეთეთ ნაყინი:

  • ნაყინი წაუსვით ვაფლის ერთ ნახევარს და შემდეგ ზემოდან დაადეთ მეორე ნახევარი, რომ მიიღოთ ძალიან დიდი სენდვიჩი;
  • მოათავსეთ საყინულეში;
  • როცა გამყარდება, დანით დაჭერით პატარა კვადრატებად;
  • შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში საკმაოდ დიდი ხნით;
  • საცხობი ქაღალდი დაჭერით სენდვიჩებზე ოდნავ დიდ კვადრატებად, რათა ისინი არ მიეკრას ან არ გაიყინოს ერთად საყინულეში.

წყარო: instructables.com