როგორ გავათავისუფლოთ ჩვენი გონება - rogor.ge

როგორ გავათავისუფლოთ ჩვენი გონება

მოემზადეთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ხანგრძლივი იყოს. გონების განთავისუფლება მართლაც უწყვეტი საქმიანობაა, რომელიც მოითხოვს სწორ აზროვნებას, სწორ მეტყველებას, სწორ მოქმედებას, სწორ მუშაობას, სწორ ცხოვრებას, სწორ კონცენტრაციას და ა.შ. ამ შემთხვევაში სიტყვა "სწორი" ოსტატურს ან სრულყოფილს ნიშნავს. ის ძალიან ჰგავს რეცეპტს - სწორი ინგრედიენტებით თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს, მაგრამ როცა ნაზავი არასწორია ან რაიმე მნიშვნელოვანი გამოტოვებულია, სასურველს ვერასოდეს მიაღწევთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გასათვალისწინებელია არის სწორი ძალისხმევა, რადგან მხოლოდ სხვა დანარჩენი არ კმარა.

ბუდიზმში არის ასეთი ცნება: "სწორი გაგება", რაც გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი იცვლება. მოვლენები, ადამიანები, საგნები ჩვენი თანხმობის გარეშე იცვლებიან. ამიტომ, მათზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ.

დაიწყეთ „სწორი აზროვნების“ გამოყენება სადაც კი შეგიძლიათ. სწორი აზროვნება შთაგაგონებთ კეთილგანწყობილ აზრებს, გაგებას და კეთილშობილებას, ხოლო უარყოფს სიხარბეს, სიძულვილს და რწმენას. სწორ აზროვნებას კი სჭირდება სწორი გაგების არსებობა.

მეტყველება მოდის ჩვენი ფიქრებიდან. უხეში აზრები წარმოშობს მკაცრ მეტყველებას, მეორეს მხრივ, პოზიტიური ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანს შეუძლია დისკუსიაში უფრო ოსტატურად და პოზიტიურად წარმოადგინოს საუბარი.

„სწორი მოქმედებები“ გარკვეული გაგებით, სწორი აზროვნებიდანაც გამომდინარეობს, რადგან თუ ბოროტი აზრები გვაქვს, მაშინ ჩვენი ქმედებებიც იგივე იქნება. სწორი მოქმედებები და მეტყველება უნდა იყოს მიმართული უვნებლობისკენ და სტრესისგან თავის დაღწევისკენ.

გააანალიზეთ „სწორი ცხოვრება“ და შეადარეთ იგი საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიას. დიდი ბედნიერებაა გქონდეთ სამსახური, რომელიც არა თუ ზიანს გაყენებთ, არამედ თქვენს კარიერულ განვითარებას უზრუნველყოფს. სწორი მუშაობა და სწორი მოქმედება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი ცხოვრება - იყავით ისეთი თანამშრომელი, რომელიც იღებს თავის ანაზღაურებას, არ ერევა ოფისის პოლიტიკაში და არ უგულებელყოფს თავის მოვალეობებს.

ყურადღებით გააანალიზეთ "სწორი გონება". ეს არის ყოველდღიური საქმიანობის გაცნობიერება, მუდმივი აქტივობა, რომელიც მოიცავს გონებრივ ჩანაწერებს ან უბრალოდ ცნობიერებასა და დაკვირვებას. იდეალურ შემთხვევაში, ის მოიცავს სწორ ქმედებებს და სწორ გაგებას.

„სწორი კონცენტრაცია“ ავითარებს გონებას სიფხიზლისა და ყურადღების შესანარჩუნებლად. მისი მიღწევა შესაძლებელია მედიტაციისა და ყოველდღიური საქმიანობის დროს. კონცენტრაცია ვითარდება დროის მეშვეობითა და სწორი გაგებით, მაგრამ ასევე სწორი შრომით.

წყარო: wikihow.com