როგორ მოვამზადოთ ქამა სოკო შამფურზე
სოკო გარეცხეთ და დააცალკევეთ ქუდები და სოკოს ფეხები. სოკოს ქუდები ააცვით პატარა ხის შამფურებზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ნიორი გახეხეთ, დაასხით ნახევარი ჩაის კოვზი ადუღებული წყალი და გააჩერეთ ხუთი წუთის განმავლობაში რათა ნივრის გემო კარგად გაიხსნას. შემდეგ დაამატეთ სოკოს საკაზმს ზეთი, ცოტაოდენი მარილი, პილპილი და ხმელი შაშკვლავი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.