როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი სტარტაპ იდეა გაამართლებს - Forbes-ი გადამოწმების რამდენიმე გზას გთავაზობთ - rogor.ge

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი სტარტაპ იდეა გაამართლებს - Forbes-ი გადამოწმების რამდენიმე გზას გთავაზობთ

ინვესტორები დიდ უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სტარტაპებს, რომლებიც შედეგს რაც შეიძლება ნაკლები რესურსითა და ძალისხმევით დებენ. აუცილებელია, თავდაპირველად “ააშენოთ საცდელი პროტოტიპი და შეეცადოთ გაზარდოთ გაყიდვები“.

პირველი ნაბიჯი არის თქვენი წინადადების წარდგენა. თუ იდეის გაყიდვას აპირებთ, შეგიძლიათ პრეზენტაცია “იყიდოთ“. ამისთვის არსებობს პლატფორმები, რომლებიც ეფექტურ პრეზენტაციას გაგიკეთებენ.

ნაბიჯი მეორე - იპოვნეთ თქვენი მინიმალური სიცოცხლისუნარიანი სეგმენტი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პრობლემა, რომლის მოგვარებას ცდილობთ. თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა გაყიდოთ პროდუქტი საკმაოდ დიდ საბაზრო სეგმენტში. სტარტაპი მასშტაბური უნდა იყოს.

მესამე ნაბიჯი არის presales- ის ცდა და გაშვება. დაუკავშირდით თქვენს MVS წევრებს, გაავრცელეთ მცირე მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები. ამით მიიღებთ დაახლოებით მონაცემებს, თუ რა მასშტაბები აქვს თქვენს სტარტაპს.

საბოლოო ეტაპია თქვენს მომხმარებლებთან გასაუბრება უკუკავშირის მოსაზიდად. თუ შედეგები არ აკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს, საჭიროა ცვლილებები.

წყარო: bpn.ge