როგორ ვითამაშოთ RESIDENT EVIL 7 Biohazard - სრული გეიმპლეი - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ RESIDENT EVIL 7 Biohazard - სრული გეიმპლეი

სიუჟეტი მიმდინარეობს ეთანი ვინტერის გარშემო, გამოგონილ ქალაქ დალვიში (ინგლ. Dulvey), ლუიზიანას შტატი, რომელიც მიემართება დაკარგული მეუღლის საპოვნელად. მოგზაურობისას გადააწყდება სახლს, სადაც ცხოვრობს ბიკერების ოჯახი, რომელთა წინააღმდეგაც უწევს პროტაგონისტს ბრძოლა.

გეიმპლეი მოიცავს ტერიტორიების გამოკვლევას, თავსატეხების გადალახვას, მონსტრებთან ბრძოლას. თამაში არის პირველი პირის ხედვით.[6] მასში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის იარაღები, მათ შორის: პისტოლეტი, თოფი, ცეცხლმფრქვევი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ბენზო ხერხი და სხვა. თამაშში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია შიშის ატმოსფეროსა და კლაუსტროფობიაზე, რასაც ხელს უწყობს რიგი შეზღუდვები, როგორიც არის შეზღუდული ინვენტარი და ზოგიერთი მოწინააღმდეგის უკვდავება. ასე რომ მოთამაშეს უწევს აირჩიოს — ებრძოლოს მტერს თუ განერიდოს მას.

„Resident Evil 7“-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა კოსი ნაკანისი. პროექტის ფარგლებში მუშაობდა დაახლოებით 120 თანამშრომელი. დაანონსდა E3 2016-ის სონის კონფერენციაზე და ამავე დღეს დემო-ტიზერი სახელწოდებით Resident Evil 7 Teaser: Beginning Hour გამოვიდა PlayStation Store-ზე,რათა მოთამაშეებისთვის ეჩვენებინათ საერთო ატმოსფერო.

თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები სათამაშო პრესისგან. ჟურნალმა „GamesRadar“ „ სიაში „20 საუკეთესო საშინელებათა თამაში“ მას მეხუთე ადგილი მიუჩინა. მიმოხილველებმა ძირითადად შეაქეს გეიმპლეი, გრაფიკა, დიზაინი და სიუჟეტი. თუმცა მათ უარყოფითად დაახასიათეს ბოსებთან ბრძოლის სცენები და თამაშის ბოლო თავი.

ის ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, გამოსვლიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 3.5 მილიონი ეგზემპლარი. Capcom-ში ვარაუდობენ, რომ თამაშის გაყიდვები 10 მილიონამდე გაიზრდება.