როგორ მოვამზადოთ "რამენი"? - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ "რამენი"?

მომზადების მეთოდი:

მოხარშეთ კვერცხები მაგრად. გადაავლეთ ცივი წყალი და გაფცქვენით.

გარეცხეთ ხორცი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. გარეცხეთ და დაჭერით ნახევარი კონა მწვანე ხახვი.

b8cd9b5a-1655104419.jpg

ნივრის კბილები შუაზე გაჭერით.

თხელ ნაჭრებად დაჭერით ჯანჯაფილი.

ქვაბში ჩაასხით წყალი (600 მლ), ჩადეთ ხორცი და აადუღეთ წყალი. მოხადეთ ქაფი; დაუკელით ცეცხლს.

ჩაუმატეთ ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი და მარილი. ხარშეთ 20-25 წთ.

მოხარშეთ ლაფშა.

ბულიონიდან ამოიღეთ ხორცი, ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი. ხორცი ტაფაზე მობრაწეთ, სოიოს სოუსთან და შაქართან ერთად. გააჩერეთ 2 წუთი.

მოხარშული კვერცხები შუაზე გაჭერით, დაჭერით დარჩენილი მწვანე ხახვი.

სუპის ჯამში ჩაყარეთ ლაფშა, ხორცი და მწვანე ხახვი, დაასხით ხორცის ბულიონი.