კბილების გათეთრების ნატურალური მეთოდები - rogor.ge

კბილების გათეთრების ნატურალური მეთოდები

სოდიანი წყალხსნარის 2-3-ჯერადი გამოვლება კბილებიდან ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. შედეგის მისაღწევად ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ.

სქრაბი მარწყვითა და მარილით - მარწყვში ბევრი С ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს კბილის ნადების დაშლას. იგი სჯობს ღამით გამოვიყენოთ. 2-3 მარწყვი დასრისეთ და დაუმატეთ მწიკვი ზღვის მარილი. ფრთხილად წაისვით კბილებზე, გაიჩერეთ 5 წუთი და პირის ღრუში გამოივლეთ ცივი წყალი. ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება დავუმატოთ ½ ჩაის კოვზი სოდა.

ქოქოსის ზეთი - იგი კბილების გათეთრების ერთ-ერთი უძველესი საშუალებაა. მასში შემავალი ლაურინის მჟავა კლავს ბაქტერიებს. 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი წაისვით კბილებზე და ღრძილებზე, დაიგუბეთ ზეთი პირის ღრუში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კბილები გამოიხეხეთ ჩვეულებრივი კბილის პასტით.

წყალბადის ზეჟანგით დამუშავება - შეიძლება პირის ღრუში ჩაიგუბოთ წყალბადის ზეჟანგი 10 წუთის განმავლობაში, ქაფის წარმოქმნამდე. ქაფი ხელს უწყობს კბილების გაწმენდას და ყვითელი ნადების დაშლას. გამოიყენეთ პრეპარატის 3%-იანი ხსნარი. ამ საშუალების ხშირმა ან გაუფრთხილებელმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის შეუქცევადი დაზიანება.

კბილის პასტისა და სოდის ნარევი - კბილის ჯაგრისზე წაუსვით კბილის პასტა და ზემოდან მოაყარეთ მცირე რაოდენობით სოდა. გამოიხეხეთ კბილები 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ პირის ღრუში გამოივლეთ ცივი წყალი.

ბანანის ქერქი - მასში არსებული მინერალების წყალობით, ის ეფექტურად ათეთრებს და ამაგრებს კბილებს. ბანანის ქერქის შიგნითა ზედაპირით 15 წუთის განმავლობაში გაიწმინდეთ კბილები. როდესაც კბილები დაიფარება ბანანის პასტით, გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ გამოიხეხეთ ჩვეულებრივი კბილის პასტით.

ვაშლი - ამ ხილში არის ვაშლის მჟავა, რომელიც ამაგრებს და ათეთრებს კბილებს. ვაშლის ხრაშუნა ფაქტურა ხელს უწყობს პირის ღრუში მავნე ბაქტერიების განადგურებას და კბილებიდან ლაქების მოშორებას.

ზეითუნის ზეთი - ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით 10 წუთის განმავლობაში გაიწმინდეთ კბილები, შემდეგ გამოივლეთ წყალი. განაგრძეთ კითხვა