როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და გავაძლიეროთ იმუნიტეტი 3 პროდუქტის დახმარებით - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და გავაძლიეროთ იმუნიტეტი 3 პროდუქტის დახმარებით

ეს სამი პროდუქტი ამაღლებს სისხლძარღვებისა და კუნთების ტონუსს და, რაც მთავარია, დიდ დახმარებას გვიწევს დაავადებებთან ბრძოლაში.

კომბოსტო

ეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი საკვებია, რომელიც ზამთრის პირობებში აძლიერებს იმუნურ სისტემას. მდიდარია ცილით, გლუკოზით, ფრუქტოზით, პექტინური ნივთიერებებით და მცენარეული უჯრედისით. კომბოსტოს კიდევ ერთი ღირსებაა მრავალფეროვნება. მისი სხვადასხვა სახეობისგან უამრავი კერძი მზადდება. ამიტომ იოლად არ მოგბეზრდებათ. კომბოსტოს სახეობებს შორის სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით ბროკოლი ლიდერობს. რეიტინგში მის პოზიციას ბეტა-კაროტინისა და ასკორბინის მჟავას საკმაოდ მაღალი შემცველობა განსაზღვრავს.

ქამა სოკო

საკმაოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომი ქამა სოკო მდიდარია შეუცვლელი ამინმჟავებით. ის ვიტამინების მთელ კომპლექსს შეიცავს, მათ შორის - B, D, C, H-ს, თუმცა მისი გვირგვინია ბეტა-გლუკანი - ნახშირწყალი, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმში შეჭრის მოსურნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს, პარაზიტებს, კანცეროგენებს ბარიერად ეღობება წინ. გარდა ამისა, ბეტა-გლუკანი დიდ სტიმულს აძლევს ძვლის ტვინს, აქტიურად გამოიმუშაოს ახალი იმუნური უჯრედები.

ნიორი

სპეციფიკური არომატის წყალობით იგი სადილების შეუცვლელი კომპონენტია, ხოლო იმუნომასტიმულირებელი თვისება მას ზამთარში გაციებისა და გრიპოზული ინფექციების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად აქცევს. ნიორს სხვა ღირსებებიც აქვს: ათხელებს სისხლს, მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე გარეგან ფაქტორებს. გარშემო მყოფები ნივრის სუნით რომ არ შეაწუხოთ, შეგიძლიათ, მის გასანეიტრალებლად ლიმონის პატარა ნაჭერი ან რამდენიმე ღერი ოხრახუში გაღეჭოთ.

წყარო: mkurnali.ge