თქვენს სახლში ობის გავრცელების 8 მიზეზი - rogor.ge

თქვენს სახლში ობის გავრცელების 8 მიზეზი

ობის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელია ტენიანობის კონტროლითა და სწრაფი რეაგირებით. როდესაც შეამჩნევთ ობის ნიშნებს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს:

ფარული გაჟონვა

1-1655101363.jpg

კედლის გასწვრივ ობის გაჩენა ჩვეულებრივი მაჩვენებელია იმისა, რომ სადღაც კედლის მიღმა წყალი ჟონავს. სხვა ნიშნები იმისა, რომ მილსადენი შეიძლება ჟონავს კედლის მიღმა, არის უსიამოვნო სუნი, კედლის საღებავის ან ფონის დაზიანება და წყლის ხარჯის აუხსნელი ზრდა. ძნელია წყლის ფარული გაჟონვის თავიდან აცილება, მაგრამ სანტექნიკოსთან დარეკვა, როგორც კი გაჟონვის ნიშნები შეამჩნევთ, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შემდგომი დაზიანება. თქვენ ვერ გეცოდინებათ, მილი ჟონავს თუ არა კედლის მიღმა, მაგრამ თუ შენიშნავთ წვეთების ხმას ნიჟარის ქვემოდან ან სახურავიდან, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. მცირე გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს მილის დაზიანება და მოგვიანებით ობის პრობლემაც.

ორთქლიანი სველი წერტილები

1-1655101573.jpg

ტენიანი აბაზანა ზეციური შეგრძნებაა, როცა გრძელი დღის ბოლოს ცხელი შხაპით ტკბებით, მაგრამ გაშრობის შემდეგ, თქვენი აბაზანა კვლავ დაორთქლილი იქნება. სველი წერტილები და საშხაპე ფარდები ობის გავრცელების მთავარი ზონაა, რადგან ისინი კვლავ ტენიანები რჩებიან. ამიტომ გამოიყენეთ ვენტილატორები, გახსენით ფანჯრები, რათა აბაზანა მაქსიმალურად მშრალი იყოს.

ჭუჭყიანი ვენტილატორები და სადინარები

თუ თქვენ იგრძნობთ უსიამოვნო ჰაერს, რომელიც გამოდის თქვენი სავენტილაციო არხიდან, შესაძლოა ობი გაჩნდეს სადინარში და/ან თავად სავენტილაციო მილების გარშემო. ამიტომ არხები პროფესიონალურად უნდა გაიწმინდოს. ამასთანავე, გაასუფთავეთ სავენტილაციო საფარი თეთრი ძმრით, რათა ობი მოისპოს.

ნოტიო კლიმატი

1-1655101650.jpg

თუ თქვენს სახლს აქვს მუდმივი ობის პრობლემა, შესაძლოა თქვენი ადგილმდებარეობა იყოს ამის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერაფერს გააკეთებთ გარემოს ტენიანობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ ობის ზრდისა და ტენიანობის პრობლემები გამოშრობის საშუალებით, რათა შეინარჩუნოთ შიდა ტენიანობა თქვენს სახლში 60 პროცენტზე ნაკლები.

სარდაფის ტენიანობა

სარდაფები და მსგავსი ადგილები ხელს უწყობს ობის გავრცელებას, რადგან ის სახლის ყველაზე სველი ნაწილია. ამის თავიდან ასაცილებლად სარდაფის ჰიდროიზოლაცია შეიძლება დაგეხმაროთ. თუ შეამჩნევთ ტენიანობას მხოლოდ ერთ უბანზე, წვიმის ან თოვლის შემდეგ, გადით გარეთ და გამოიკვლიეთ, საით არის მიმართული წყალსადენი მილი, რომელსაც შესაძლოა მდებარეობის შეცვლა დასჭირდეს.

მდგარი წყალი

თქვენს სახლში ნებისმიერი ადგილი, სადაც წყალი გროვდება და ვერ გადის, ობის გავრცელების შესაძლებლობას ქმნის. თუ კბილის ჯაგრისის ჩასადებს არ აქვს სადრენაჟო ხვრელი, ობის შეიძლება გაუჩნდეს იმ ნივთს, რომელსაც იყენებთ პირის ღრუს გასაწმენდად.

სველი ხალიჩები

ხალიჩა, რომელიც დღეს სველია, შეიძლება დაობდეს მომავალ კვირამდე. ამიტომაც სველი ხალიჩა დაუყოვნებლივ უნდა გაშრეს. მტვერსასრუტისა და დამატენიანებლების გამოყენება შეიძლება საკმარისი იყოს სველი ხალიჩის გასაშრობად, მაგრამ ზოგჯერ ხალიჩის აღება ერთადერთი არჩევანია.

სტაგნაციური ჰაერი

სუფთა ჰაერი ნამდვილად კარგია თქვენთვის. თუ ფანჯრები ხშირად დახურული გაქვთ, მაშინ არ ქმნით საკმარის ჰაერის ნაკადს ტენიანი ჰაერის გადასაადგილებლად. სტაგნაციური ჰაერი ხელს უწყობს ობის გავრცელებას, ამიტომ გახსენით ფანჯრები, როცა გაქვთ ამის შესაძლებლობა.

წყარო: ehow.com