როგორ გაიმარტივოთ ცხოვრება და ხალხთან ურთიერთობა - rogor.ge

როგორ გაიმარტივოთ ცხოვრება და ხალხთან ურთიერთობა

ჩვენ გაგიზიარებთ ყველაზე საინტერესო და მარტივ ხრიკებს - შეეცადეთ გამოსცადოთ ისინი საკუთარ თავზე, რადგან ამ ხრიკების წყალობით წარმატებას მივაღწიეთ!

ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი ერთ-ერთი მთავარი ხრიკი, რომელიც ხალხის ნდობის მოპოვებაში გვეხმარება, აღმოაჩინა ამერიკელმა პოლიტიკოსმა ბენჯამინ ფრანკლინმა. ერთ დღეს მან გადაწყვიტა იმ მამაკაცის მხრიდან სიმპათია მოეპოვებინა, რომელიც აშკარად უნდობლად უყურებდა ფრანკლინს და ის ასეთ ფსიქოლოგიურ ხრიკს მიმართავდა: მან ამ კაცისგან ითხოვა იშვიათი წიგნი, შემდეგ კი დაუბრუნა და მადლობა გადაუხადა. შედეგად, ისინი დამეგობრდნენ, მოძებნეს საერთო ინტერესები და თემები კომუნიკაციისთვის.ფაქტია, რომ ადამიანი უფრო გახსნილი ხდება მათთვის, ვინც კეთილად ექცევა, ვიდრე მათთვის, ვისაც თვითონ ავალდებულებს.

ეს ტექნიკა მუშაობს ყოველ ჯერზე და მშვენიერი რამ არის. საშუალება გვეძლევა- მივიღოთ ზუსტად ის, რაც გვჭირდება. მისი მთავარი ხიბლი სწორედ ეშმაკობაშია: თუ თქვენ გჭირდებათ დამქირავებლის, მეუღლის ან თუნდაც საკუთარი შვილებისგან რამის მიღება, მაშინ წინასწარ ითხოვეთ მეტი, ვიდრე მოსალოდნელია, რომ მიიღოთ.

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის მოსწონს მისი სახელის მოსმენა - ეს არის ბგერების ყველაზე სასიამოვნო თანხვედრა, რაც შეიძლება მოიფიქრო. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი ნაზად ამბობს: "შენ ხარ ჩემი ძვირფასი ნათია / თიკო / ანი", მაშინ ის ისეთი თბილი და მყუდრო ხდება. ეს ნამდვილად ძლიერი ფსიქოლოგიური ხრიკია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ვინმეს გული მოიგოთ!დეილ კარნეგი- ცნობილი ფსიქოლოგი, მწერალი და მასწავლებელი, თავის ერთ-ერთ წიგნში, რომელიც ადამიანების ნდობის მოპოვებაზეა- წერს, რომ ადამიანის სახელის ხშირად ხსენებამ შეიძლება ნებისმიერი ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს.ადამიანი, რომელსაც არ სურს სრულად დააკმაყოფილოს თქვენი უზარმაზარი მოთხოვნა, სავარაუდოდ, სახელით თუ მიმართავთ, მოთხოვნას უფრო მარტივად შეხედავს. და აი ზუსტად ის, რაც საჭირო იყო! ბრავო, ვირტუოზი „მანიპულატორი“ ხარ!

თეატრში, უნივერსიტეტებსა და სამსახიობო სკოლებში, ძალიან ხშირად გამოიყენება სავარჯიშო "სარკე", რომლის მთავარი ამოცანაა ისწავლოთ როგორ დააფიქსიროთ თქვენი თანამოსაუბრის გუნება-განწყობა და ისე გრძნობდეთ მას, თითქოს სიამის ტყუპები ხართ. გამოიყენე ეს ხრიკი შენს ცხოვრებაში და შედეგიც არ დააყოვნებს!იმისთვის, რომ ისწავლოთ "სარკის" ათვისება, შეეცადეთ ივარჯიშოთ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად: ყურადღება მიაქციეთ მათ ჟესტებს, მანერებს, სახისა და სხეულის გამომეტყველებას- ნებისმიერ გარემოებაში. შემდეგ კი, პირადად მათთან საუბრისას, გაიმეორეთ ეს მოძრაობები. ეს შექმნის ნდობას ურთიერთობაში.

კრიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი აზრის გამოხატვას, ხშირად ნეგატიურის, საზოგადოებაში თავისი არსებული ადგილის ასამაღლებლად. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ასეთი ადამიანის ზედმეტი კრიტიკა, შეეცადეთ, მასთან ახლოს იყოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, ან ახლო ურთიერთობებზე, აქ საქმე სხვაგვარადაა: ადამიანი შედარებით ნაკლებად, ან რბილად საუბრობს- თავისთან ახლოს მყოფებზე.

წყარო: marao,ge