როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჭიპიდან გამონადენი შევნიშნეთ - rogor.ge

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჭიპიდან გამონადენი შევნიშნეთ

კარგია ჭიპის ულტრაიისფერი დასხივება. თუ ჭიპზე სოკოსმაგვარი გამობერილობები აღინიშნება, წვავენ ლიაპისის ფანქრით, იშვიათად საჭირო ხდება ამ გამობერილობის ქირურგიული მოშორება. მარტივი ომფალიტის დროს ეფექტურია ვიტამინოთერაპია და ბიოსტიმულაცია.

ჭიპზე საფენების დადება (რასაც ჩვენი მკითხველი მიმართავდა) და გადახვევა არ შეიძლება, რადგან ეს შეაფერხებს ჭიპიდან გამონადენის გამოყოფას. თუ მარტივი ომფალიტის მკურნალობა ამბულატორიულად და სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი, ფლეგმონური და ნეკროზული ომფალიტის დროს ავადმყოფს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს საავადმყოფოში.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ომფალიტის ეს ფორმები მეტად იშვიათია, მაგრამ მისი მკურნალობის პრინციპს მაინც შევეხებით. ადგილობრივად ჭიპი მუშავდება ისევე, როგორც მარტივი ომფალიტის დროს. აუცილებელია ანტიბიოტიკის დანიშვნა, ამისათვის საჭიროა გაკეთდეს ანტიბიოტიკოგრამა, ანუ განისაზღვროს გამომწვევის მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი.

ანტიბიოტიკოგრამის პასუხის მიღებამდე პაციენტს ენიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, მაგალითად, ამპიოქსი (ამპიცილინი + ოქსაცილინი), ან ცეპორინი, ან კეფზოლი. ახდენენ ორგანიზმის სტიმულაციას იმუნოგლობულინით, ავადმყოფს უსხამენ სისხლის პლაზმას, ინიშნება ვიტამინები და ა.შ. სიმპტომური მკურნალობა ტარდება ინდივიდუალურად (საგულე საშუალებები, შარდმდენები, დამამშვიდებლები და სხვა).

მარტივი ომფალიტის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა - სწორი მკურნალობის შემთხვევაში ის ადვილად და სწრაფად იკურნება. ფლეგმონურ და ნეკროზულ ომფალიტს ახასიათებს გართულებები, თუმცა დროულ და ადეკვატურ მკურნალობას აქაც აქვს დადებითი შედეგი. ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, რათა ინფექციის შეჭრისგან თავი დავიზღვიოთ, ახალშობილებთან კი ჭიპის დამუშავებას უბნის ექიმის მითითებების მიხედვით. განაგრძეთ კითხვა