როგორ დავისვენოთ ბიუჯეტურად - rogor.ge

როგორ დავისვენოთ ბიუჯეტურად

იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ დაგვიანებული სინანული ზედმეტი ხარჯის გამო, დაგეგმეთ ყველაფერი წინასწარ და გამოიყენეთ სხვადასხვა ხრიკი. ამისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი

1-1654680770.jpg

თქვენი ბიუჯეტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ სად და რამდენად შორს წახვალთ, ტრანსპორტირების რა მეთოდით, სად დარჩებით, როგორ იკვებებით და რას გააკეთებთ. ხრიკების ცოდნა შემაცირებს თქვენი ბიუჯეტის ზედმეტ ხარჯვას და დასვენებაც უფრო სასიამოვნო იქნება. თუ საზღვარგარეთ აპირებთ წასვლას გაითვალისწინეთ ვალუტის გაცვლითი კურსი. ამასთანავე, შეგიძლიათ ბილეთის შეძენა სხვა სეზონზე გაცილებით იაფად.

აირჩიეთ დანიშნულების ადგილი ფასისა და მოქნილობის გათვალისწინებით

თუ გსურთ დასვენება ქვეყნის შიგნით, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს hotsale.ge, სადაც შეღავათიან ფასად შეძლებთ მოძებნოთ სახლები, კოტეჯები, აპარტამენტები თუ სასტუმროები პოპულარულ დასასვენებელ ადგილებში. ჯავშნის კოდის შეძენით თქვენ საკმაოდ კარგად დაზოგავთ. შეგიძლიათ გამარტივებული ძიებით ნახოთ ესა თუ ის სივრცე თქვენთვის სასურველი ფასის ფარგლებში, ასევე იმის მიხედვით შეგიძლიათ მოძებნოთ, თუ რამდენად პოპულარულია შეთავაზება, რამდენი % გექნებათ დანაზოგი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დამსვენებელი ადამიანების რაოდენობაზეც, რისი მითითების შესაძლებლობაც საიტზე გაქვთ.

შეარჩიეთ თქვენი სავარაუდო თარიღები

მოგზაურობა ე.წ. „პიკის სეზონამდე“ და მის შემდეგ, ხშირად საუკეთესო დროა დასვენებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ფასები უფრო დაბალია. ამიტომ წინასწარ შეარჩიეთ 2 კვირიანი ვადა (მაგალითად, მომავალ სექტემბერში) თქვენი შვებულებისთვის. თქვენ მოძებნით და შეადარებთ მოგზაურობის, ბინის, კვებისა და გართობის ფასებს ამ დროის განმავლობაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ათვალიეროთ სპეციალური შეთავაზებები და აქციები.

დაზოგეთ ფული საკვებში

იყიდეთ სასურსათო პროდუქტები და გააკეთეთ საკვები. გარეთ ჭამამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს თქვენი ბიუჯეტი. მიიღეთ ადვილად გასაკეთებელი საკვები, როგორიცაა მარცვლეული, შვრიის ფაფა, სენდვიჩები, ხილი, ბოსტნეული და ა.შ. შეგიძლიათ შეინახოთ საკვების ნარჩენები და გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში გვიან ღამით ან მეორე დღეს ლანჩზე.

დაზოგეთ ფული ტრანსპორტში

1-1654680848.jpg

თქვენი შვებულების ყველაზე იაფი ტრანსპორტი იქნება ფეხით გადაადგილება. ეს ასევე შესანიშნავი შესაძლებლობაა ესაუბროთ ადგილობრივებს, კარგად დაათვალიეროთ ადგილი, გადაიღოთ ფოტოები. შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროთი და ავტობუსით, თუ რაღა თქმა უნდა, კონკრეტულ დასასვენებელ ადგილას ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გაცილებით იაფი და მარტივია.

შეამცირეთ საყიდლების ხარჯები

საყიდლებზე წასვლისას არ წაიღოთ თქვენი საკრედიტო ბარათი. ნაცვლად წაიღეთ მხოლოდ იმ რაოდენობის ნაღდი ფული, რომლის დახარჯვაც შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა უფრო მეტი ფული დაგეხარჯოთ გაუთვალისწინებლად.

წყარო: wikihow.com