როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ ინტერნეტდამოკიდებულებას მოზარდებში - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ ინტერნეტდამოკიდებულებას მოზარდებში

ადვილია ამ ჩვევის უარყოფა, მაგრამ ეს ნიშნავს თვალის დახუჭვას ისეთ ქცევებზე, რომლებიც განასხვავებს მოზარდის ტიპურ ქცევას ინტერნეტ დამოკიდებულისგან.

რა არის ინტერნეტ დამოკიდებულება?

ექსპერტები ამბობენ, რომ როცა ვინმე ხშირად იყენებს ინტერნეტს, ან თუნდაც აკვიატებულად, არ ნიშნავს რომ ის არის დამოკიდებული. ინტერნეტდამოკიდებულება არის ინტერნეტის უკონტროლო გამოყენება - თამაშების, აზარტული თამაშების, სოციალური მედიის ან ბლოგინგისთვის, რაც მოზარდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

ინტერნეტის გამოყენება პრობლემად იქცევა, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს მოზარდების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ უნარებზე. ამან შეიძლება გააუარესოს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, გამოიწვიოს დეპრესია ან შფოთვა, რომლებიც ზოგჯერ მთავარი ხელშემწყობი ფაქტორებია, თუ რატომ უვითარდებათ მოზარდებს ინტერნეტზედამოკიდებულება.

მოზარდებში ინტერნეტზე დამოკიდებულების ნიშნები შემდეგია:

  1. ინტერნეტში ყოფნის მოთხოვნილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობრებთან ერთად ყოფნა ან სხვა ჰობით დაკავება;
  2. ქულების დაცემა არანაირი სხვა მიზეზის გამო, გარდა ინტერნეტში დროის გატარების სურვილისა, რაც ხელს უშლის მათ კონცენტრაციას სკოლის დავალებებისთვის;
  3. შფოთვა, როდესაც ინტერნეტისგან შორსაა;
  4. სასკოლო სამუშაოს, სახლის საქმისა და პირადი ჰიგიენის იგნორირება, რათა მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროს ინტერნეტში;
  5. დაღლილობა გვიანობამდე ინტერნეტში ყოფნის გამო, ან მისთვის ადრე ადგომა;
  6. გაღიზიანება, ბრაზი ან ემოციური აფეთქებები ინტერნეტში გატარებული დროის შესახებ კითხვაზე.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ ინტერნეტდამოკიდებული მოზარდისთვის:

გამოხატეთ შეშფოთება, რომელიც ფოკუსირებულია ინტერნეტის გამოყენების ეფექტებზე და არა თავად გამოყენებაზე

როდესაც თქვენ გამოთქვამთ შეშფოთებას თქვენი მოზარდის ინტერნეტდამოკიდებულების შესახებ, დაარწმუნეთ, რომ არ გმობთ მის საქციელს. უთხარით, რომ გაწუხებთ ზოგიერთი ცვლილება, რომელიც მასში შენიშნეთ. მაგალითად, თქვენ გაწუხებთ ის, რომ მათი ქულები იკლებს, იმიტომ, რომ ისინი საკმარისად არ მონაწილეობენ სხვა აქტივობებში. ამის გაკეთება მოზარდს აგრძნობინებს მზრუნველობას და უფრო კარგად გაიგებს თქვენს სათქმელს.

ჰკითხეთ მათ, რატომ ატარებენ ისინი ამდენ დროს ინტერნეტში

საინტერესოა, ფიქრობენ თუ არა, რომ ეს პრობლემაა. ეს დაგეხმარებათ პრობლემის საფუძვლის გააზრებასა და გამოსწორებაში.

გამოყავით გარვეული დრო, რომელსაც მოზარდი გაატარებს ოჯახთან ერთად

ეს შეიძლება არაა გამოსავალი, მაგრამ განიხილეთ თქვენს მოზარდთან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახისთვის დროის გამოყოფა ყოველდღიურად. ეს შეიძლება საწყის ეტაპზე გულისხმობდეს მცირე დროს, თუმცა დროთა განმავლობაში შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ.

შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა

თუ თქვენი მოზარდის შეფასებები იკლებს ინტერნეტის გადამეტებული გამოყენების გამო, შესთავაზეთ საშინაო დავალების შესრულება ისეთ ადგილას, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ინტერნეტს და არ დაკარგოს კონცენტრაცია.

სრულად ნუ აუკრძალავთ ინტერნეტს

ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან განსხვავებით, სრული აბსტინენცია არ არის გამოსავალი ინტერნეტის გამოყენების დარღვევისთვის. უმჯობესია ფოკუსირება მოახდინოთ მათ დახმარებაზე ჯანსაღი ჩვევებისა გამომუშავებისთვის, ვიდრე სცადოთ ინტერნეტის მთლიანად აკრძალვა.

მიმართეთ ფსიქიატრს

თუ ზემოთ მოცემული ნაბიჯები არ ამცირებს ინტერნეტის გამოყენებას, განიხილეთ თერაპია. ხშირად, მოზარდებში ინტერნეტდამოკიდებულება არის ფსიქიკური ჯანმრთელობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფსიქიატრს შეუძლია დანიშნოს მედიკამენტი კონსულტაციასთან ან თერაპიასთან ერთად, რომელიც დაეხმარება მოზარდს დაამარცხოს ინტერნეტდამოკიდებულება.

წყარო: theswaddle.com