ვეტერინარის რჩევები, თუ როგორ დავიცვათ შინაური ცხოველი ცხელ ამინდში - rogor.ge

ვეტერინარის რჩევები, თუ როგორ დავიცვათ შინაური ცხოველი ცხელ ამინდში

როგორ უნდა დავიცვათ შინაური ცხოველი ცხელ ამინდში ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ჟურნალი "Polska i swiat"-ი.

სპეციალისტები ძაღლის პატრონებს ურჩევენ, თავიანთ ბინადრებს ბეწვი ძალიან თხლად არ შეჭრან, რადგან თითვიკი ცხოველს ცხელ ამინდში იცავს. გარდა ამისა, არ არის სასურველი, თქვენი ძაღლი გასაგრილებლად ქალაქში მდებარე შადრევანში შეუშვათ, რადგან შესაძლოა, კანის ინფექციით მარტივად დაავადდეს.

ვეტერინარების რჩევით, თუ ძაღლს გაგრილება სურს, გამოიყენეთ სველი პირსახოცი, რომელსაც ცხოველს რამდენიმე წუთი კისერზე დააფენთ.

bulldog-puppy-drinking-water-1654523098.jpg

ამასთანავე, ცხელ ამინდში არ არის რეკომენდირებული ძაღლის წაყვანა, თუ ველოსიპედით სეირნობას აპირებთ. ასევე, სასურველი არაა სეირნობა ბეტონზე ან ასფალტზე. ამ დროს დიდი რისკია, ცხოველს თათები დაუზიანდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი სიცხისგან მოითენთა, სპეციალისტები გვირჩევენ მის ჩრდილში გადაყვანას და გაგრილებას სველი პირსახოცით: რამდენიმე წუთი პირსახოცი დააფინეთ სხეულზე ან მხოლოდ კისერზე.

წყარო: zooclub.ge