როგორ გავაკეთოთ სახის ნიღბები ხილისგან სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ სახის ნიღბები ხილისგან სახლის პირობებში

ხილის ნიღბები კანს სასარგებლო მიკროელემენტებითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით ამდიდრებს.

ვაშლი

ერთი კვერცხის ცილა გასქელებამდე თქვიფეთ. შეურიეთ წვრილად გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ სველი ტამპონით.

გარგარი

წვრილად გახეხეთ 1 ცალი გარგარი ან გაფცქვნილი ატამი, შეურიეთ არაჟანი თანაფარდობით 1:1, წაისვით სახეზე 15 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ტამპონით.

ბანანი

ბანანი არა მარტო ვიტამინებით გაამდიდრებს კანს, არამედ დაასვენებს კიდეც. გახეხეთ მწიფე ბანანი, პიურეს შეურიეთ კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე 15-20 წუთით.

მსხალი

ეს ხილი შეიცავს მადეზინფიცირებელ კომპონენტებს, რომლებიც კანის გამახალისებელი და გამწმენდი მოქმედებით გამოირჩევა. მწიფე მსხალი დააქუცმაცეთ, გაწურეთ, რბილობს შეურიეთ რძის ფხვნილი და სახეზე წაისვით. ჩამოიბანეთ 10 წუთის შემდეგ.

პრაქტიკული რჩევები

ბუნებრივი ნიღბის გაკეთება შეიძლება ყოველდღე ან კვირაში 2-3-ჯერ მაინც. ნიღაბი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა მომზადდეს, ხილი ახალი, მწიფე და კარგად გარეცხილი უნდა იყოს. ნიღაბს, ჩვეულებრივ, 15-20 წუთით იდებენ. ამ ხნის განმავლობაში უმჯობესია წამოწვეთ და მოეშვათ. ნიღაბი კარგად გაწმენდილ კანზე უნდა დაიდოთ. კარგი იქნება, თუ ნიღბის წასმამდე სახეს დაიორთქლავთ ან 1-2 წუთით დაიდებთ ცხელ წყალში დასველებულ ხელსახოცს.

წყარო: mkurnali.ge