როგორ მოვხატოთ სამოსი კოსმოსური ფერებით
ამისათვის დაგჭირდებათ:
შავი შორტი, შარვალი, პერანგი, ქვედაკაბა, რაც გინდათ გადააქციოთ ჯადოსნურ კოსმოსურ სამოსად.
საღებავები
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილის საღებავი, ან აკრილის საღებავი სხვადასხვა ფერში
- ტექსტილი
- ბრჭყვიალა სპრეი
ხელსაწყოები:
- სხვადასხვა ზომის საღებავების ფუნჯები
- 1 დიდი ჯაგრისის ფუნჯი
- 1 პატარა ფუნჯი
- განსხვავებული სახის ფუნჯები
- შეღებეთ ღრუბელი ან ძველი ქსოვილი
- საღებავის ლანგარი
მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
მიიღეთ ინსპირაცია!
მას შემდეგ, რაც შეიძენთ თქვენს მასალას, პირველი ნაბიჯი არის ინტერნეტში კოსმოსური სივრცის ფოტოების მოძიება, რათა მიიღოთ ინსპირაცია მათგან.
მოამზადეთ თქვენი შარვალი და შეღებეთ
უპირველესად დარწმუნდით, რომ თქვენი სამოსი შეღებვის წინ რამდენჯერმე გაირეცხა. განსაკუთრებით, თუ ის სრულიად ახალია, გარეცხეთ რამდენჯერმე, ხანდახან შესაძლოა რეცხვისას ფერი გადაუვიდეს.
მოამზადეთ საღებავი!
თუ თქვენ იყენებთ ჩვეულებრივი ქსოვილის საღებავს, გამოტოვეთ ეს ნაბიჯი. თუმცა, თუ გსურთ გამოიყენოთ აკრილის საღებავი, გირჩევთ შეურიოთ იგი თქვენს ტექსტილის საშუალებებს, სანამ შეღებვას დაიწყებთ. კარგად შეანჯღრიეთ და შეურიეთ ერთმანეთს.
ძირითადი ფერები
დროა დაიწყოთ ხატვა. შეარჩიეთ რამდენიმე ძირითადი ფერი. ისინი უნდა იყოს ფერების შუა დიაპაზონიდან, რათა გამოიკვეთოს ერთმანეთისგან ნათელი და მუქი ფერები. აიღეთ თქვენი საღებავის ღრუბელი ან დიდი საღებავის ფუნჯი და დაიწყეთ თქვენი ძირითადი ფერების გამოკვეთა. კარგი იქნება, რომ დატოვოთ რამდენიმე ჩაბნელებული ზონაც.
ნათელი ფერები
თქვენი „კოსმოსური სივრცის ზომის დასადგენად“ გამოიყენეთ უფრო ღია ფერები და დატოვეთ ადგილი მუქი ფერებისთვისაც.
დეტალები
დაამატეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფენები: კონტრასტული ფერები, მყარი ხაზები, მბზინავი ნაწილები. იყავით კრეატიულები მოცემულ ეტაპზე, შეგიძლიათ ფუნჯი აღარ გამოიყენოთ და დაიწყოთ ხელით მოხატვა.
ვარსკვლავები!
ახლა დროა დაამატოთ ვარსკვლავები და დაასრულოთ ძირითადი ნაწილი.
პატარა ფუნჯით და თეთრი/ვერცხლისფერი/თეთრი საღებავით მოხატეთ ვარსკვლავების ფორმები. თუმცა შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ფერებიც მრავალფეროვნებისთვის, მაგალითად: ყვითელი, ლურჯი/მწვანე და წითელი.
აუცილებლად გამოიყენეთ ბრჭყვიალა. მიზანშეწონილია გამოიყენოთ ბრჭყვიალას სპრეი/ქსოვილის საღებავი, ვიდრე ტრადიციული ბრჭყვიალას წებო, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩამოირეცხოს და დააბინძუროს გარემო მბზინავი პლასტმასის პაწაწინა ნაწილაკებით.
გააშრეთ
ეს არის ყველაზე რთული ნაწილი. იქონიე მოთბინება იმისთვის, რომ ბოლომდე გაშრეს.
დაუთოვება
შეგიძლიათ გამოიყენოთ უთო გაშრობის პროცესის დასაჩქარებლად. დააუთოვეთ მაღალ ტემპერატურაზე.
მიიღეთ შედეგი!
ახლა თქვენ გაქვთ ძალიან მაგარი კოსმოსური შარვალი (ან სხვა სამოსი)
წყარო: instructables.com