როგორ ვისარგებლოთ გაცნობის საიტებით და მივაღწიოთ შედეგს - rogor.ge

როგორ ვისარგებლოთ გაცნობის საიტებით და მივაღწიოთ შედეგს

რომელი საიტი შეარჩიეთ?

ინტერნეტში ბევრი ვებგვერდი და გასაცნობი აპლიკაციაა. ზოგი მათგანი კონკრეტული დატვირთვის მატარებელია და შესაძლოა თქვენს მიზანზე მორგებული სულაც არ იყოს. ამიტომ წინასწარ უნდა შეისწავლოთ. ექსპერტები ერთდროულად რამდენიმე საიტზე დარეგისტრირებას არ გვირჩევენ. 1-2 საიტიც საკმარისია, ოღონდ ისეთი სადაც გსიამოვნებთ ყოფნა და გაურკვევლობაში არ გამყოფებთ.

პროფილის ფოტო

პირველ შთაბეჭდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პროფილზე დადებული ფოტო ერთი შეხედვითაც ბევრ რამეზე შეიძლება მეტყველებდეს. მაგალითად, თუ ადამიანს სურათი ძვირადღირებული მანქანის ფონზე აქვს გადაღებული, ან ბებიის დროინდელ ხალიჩასთან. ფოტო თქვენ უნდა გამოგხატავდეთ და არა უამრავ სხვა დეტალს. ზოგჯერ მსგავსი ფოტოები სწორი დასკვნის გაკეთების საშუალებასაც არ იძლევა და ადამიანები იბნევიან.თქვენი სრულფასოვანი, უბრალო პორტრეტი გაცილებით მეტს იტყვის თქვენზე, ვიდრე ბენტლის სალონის ფონი.

ჩემს შესახებ

ხშირად მასში ჩვეულებრივი ველის გარდა არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ საკუთარ თავზე რამდენიმე წინადადებით ისაუბროთ.საშუალება გეძლევათ წარმოაჩინოთ თქვენი ინტერესებიც. ხშირად შეხვდებით ფანტაზიის ისეთ გამოვლინებას როგორიცაა: "მე მომწონს სიცილი", "მეგობრები და ოჯახი ჩემთვის მნიშვნელოვანია", " ნორმალური ადამიანი ვარ"..უმჯობესია თქვენს შესახებ ისეთი რამ ჩაწეროთ, რაც ჩვეულებრივ, ბანალურ სიტყვებს გასცდება და უკეთ გამოგხატავთ.

ძიების და არჩევის პროცესი

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. კარგად დაფიქრდი, როგორი მამაკაცები გაინტერესებს. ეს იმისთვის, რომ კანდიდატების წრე მინიმალურ რაოდენობამდე დაიყვანო, რაც არჩევის პროცესს გაგიადვილებს.ნუ დაიწყებთ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის ძებნას და მსგავს ოცნებებს ნუ გამოეკიდებით, აირჩიეთ ის, ვისთან ურთიერთობაც თავს საინტერესოდ გაგრძნობინებთ.

კომუნიკაცია

თუ მხოლოდ პატარ-პატარა რეპლიკებით გწერთ და ისიც იშვიათად, ნაკლებ სავარაუდოა რომ ერთმანეთის შესაფერისები იყოთ და თქვენი ურთიერთობა აეწყოს.ასევე, ექსპერტების აზრით, არ გამოგადგებათ ადამიანი, რომელიც გაუმართავ ტექსტებს გწერთ და ვისაც ცინიკურ მიმართვას შეამჩნევთ.გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ რომელიმე მათგანმა სასქესო ორგანოს ფოტო გამოგიგზავნათ, მასთან სერიოზული ურთიერთობის იმედს ნუ იქონიებთ. ქალბატონები რომელთაც კარგად აქვთ გაცნობიერებული როგორ ადამიანთან სურთ ურთიერთობის დაჭერა, ამგვარ ადამიანებთან კავშირს ერიდებიან.

შეხვედრა

ეს არის ონლაინ გაცნობის მთავარი მიზანი. სჯობს დაუყოვნებლივ გააცნობიეროთ, ღირს თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება, რასაც მასთან შეხვედრა უფრო სწრაფად მიგახვედრებთ.ნუ აჰყვებით იმას, რომ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია. გირჩევთ, რომ მიმოწერა მრავალი თვის მანძილზე კი არ გქონდეთ, ერთმანეთი ბევრად ადრე ნახოთ.სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს. აშშ-ში წყვილების ერთი მესამედი სწორედ ინტერნეტით ეცნობა ერთმანეთს და ურთიერთობაც ეწყობა.აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა: შეხვედრის დროს ტელეფონის არსებობა დროებით დაივიწყე და ეკრანს არ უყურო. იფიქრე იმაზე, რომ ყველაფერი გამოგივა.