ეს 10 წუთიანი ვარჯიში გარდაქმნის თქვენს სხეულს და გონებას - rogor.ge

ეს 10 წუთიანი ვარჯიში გარდაქმნის თქვენს სხეულს და გონებას

ამ ვარჯიში სდროს დიდი რაოდენობით ცხიმი იწვება. ამას გარდა, ძალიან სასარგებლოა ხერხემლისთვის.

5 მიზეზი პლანკის გასაკეთებლად

მეტად გამოკვეთავთ კუნთებს

2-52-1653655949.jpg

პლანკის მეშვეობით პროცესში ერთვება მუცლის კუნთი, დუნდულების კუნთები და მარძაყის კუნთები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კუნთების თითოეულ ჯგუფს აქვს განსხვავებული დანიშნულება და გაძლევთ განსხვავებულ შედეგებს.

ამცირებს ტრავმის რისკს

იმისათვის, რომ შეასრულოთ სპორტული ან ყოველდღიური აქტივობები ტკივილის გარეშე, აუცილებელია ორგანიზმის გავარჯიშება. პლანკა უსაფრთხო საშუალებაა კუნთების გასავარჯიშებლად და მოძრაობის დროს ხერხემლისა და თეძოების კუნთების გასამაგრებლად.

ივარჯიშე ნებისმიერ ადგილას

პლანკა არის ხელმისაწვდომი რუტინა ნებისემიერ ადგილას, მაგალითად, მოგზაურობის დროს ან დახურულ სივრცეში. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე აღჭურვილობა ან ბევრი სივრცე, და მაშინაც კი, თუ მცირე დრო დრო გაქვთ, მაინც შეგიძლიათ მიიღოთ გასაოცარი შედეგები ამ ვარჯიშით.

აფიქსირებს თქვენი სხეულის სწორ მდგომარეობას

4-25-1653655963.jpg

თქვენ უფრო მყარად და გამართულად დადგებით. ვეღარ შეძლებთ მხრებში მოხრას. ძირითადი კუნთები ეყრდნობა ხერხემლს, რაც ხელს უწყობს თქვენი სხეულის გამართულ მდგომარეობაში ყოფნას.

ზრდის მეტაბოლიზმს. პლანკის რეჟიმი იწვევს მეტაბოლიზმს მეტი ენერგიის დაწვისთვის და ინარჩუნებს მეტაბოლიზმის მაღალ მაჩვენებელს მთელი დღის განმავლობაში.

3-48-1653655977.jpg

ზრდის მოქნილობას. პლანკის ვარჯიშის კეთებისას თქვენ დაჭიმავთ და აფართოებთ მხრის მალებს, ლავიწს, ტერფებსა და ბარძაყებს. გვერდითი პლანკის ვარჯიშები ასევე ამუშავებს თქვენს ირიბ კუნთებს, რაც გეხმარებათ სხეულის წონის შენარჩუნებაში.

მოქმედებს თქვენს გონებრივ მდგომარეობაზე. ეს პოზიცია ასევე გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე და ნერვებზე. კუნთების დაჭიმვა ხელს უწყობს დაძაბულობისა და სტრესის მოხსნას. ეს ამშვიდებს ტვინს და ძალიან სასარგებლოა შფოთვისა და დეპრესიის დროს.

ევა რუაძე

წყარო: