როგორ დავარბილოთ გაუხეშებული პირსახოცი - rogor.ge

როგორ დავარბილოთ გაუხეშებული პირსახოცი

ჩვენ გასწავლით რამდენიმე მარტივ მეთოდს:

ძმარი

ძმარი არბილებს ხისტ წყალს და სარეცხის კონდიციონერის ეფექტი აქვს. ამასთანავე, ის აშორებს უსიამოვნო სუნს და ახდენს სარეცხის დეზინფექციას. უბრალოდ დაამატეთ 100 მლ ძმარი სარეცხი მანქანის სითხის ჩასასხმელ განყოფილებაში და ჩართეთ მანქანა.

თუ ძველი, გაუხეშებული პირსახოცების დარბილება გინდათ, უმჯობესია მოამზადოთ ძმრის ხსნარი:

ცხელ წყალში ჩაყარეთ 2 ს/კ. ზღვის მარილი, 2 ს/კ. სოდა, 200 მლ 9%-იანი ძმარი და 2 ს/კ. კონდიციონერი (სარეცხის). ხსნარჩი ჩაალბეთ პირსახოცები და დატოვეთ 4 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში, თხევადი ფხვნილით, 60 გრადუსზე.

7-1653655008.jpg

ცივი წყალი და მარილი

თუ პირსახოცები გარეცხვის შემდეგ გაუხეშდა, საკმარისია ჩაალბოთ ისინი მთელი ღამით, ცივ წყალში. შემდეგ გაწუროთ და გააშროთ ჰაერზე. მარილი ასევე კარგად არბილებს წყალს. 1 ლიტრ წყალში აურიეთ 2 ს/კ. მარილი. ჩაალბეთ პირსახოცები 40 წთ და გარეცხეთ სუფთა წყლით.

შამპუნი

შეურიეთ 10 მლ ძმარი და 2 ს/კ შამპუნი. აურიეთ და ჩაასხით მასა სარეცხი მანქანის სითხის სექციაში.

რაც უფრო მაღალი იქნება რეცხვის ტემპერატურა, მით უფრო მეტად გაუხეშდება პირსახოცები.

თეა ინასარიძე