როგორ შევინარჩუნოთ საყვარელი მამაკაცი - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ საყვარელი მამაკაცი

საყვარელი მამაკაცის შენარჩუნებისთვის გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

აჩვენეთ მას, რომ მზრუნველი ადამიანი ხართ

მუდმივი მზრუნველობით მას მიახვედრებთ, რომ ყოველთვის თქვენს გონებაშია. მიწერეთ სასიყვარულო წერილები, მიართვით ყვავილები ან შოკოლადები ლამაზი ყუთით, თუნდაც განსაკუთრებული შემთხვევა არ იყოს. შეგიძლიათ გააოცოთ კონცერტის ბილეთებით, მისი საყვარელი ბენდის სანახავად. ეს სიურპრიზები მიხვედრებს მას, რამდენად გიყვართ და აფასებთ. ორივე ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მამაკაცის სიყვარული შეინარჩუნოთ.

სცადეთ სიახლეები ერთად

2-1653635962.jpg

აირჩიეთ ახალი ადგილი თქვენი პაემნისთვის. წადით ერთ დღიან მოგზაურობაში ისეთ ადგილას, სადაც არასოდეს ყოფილხართ. შექმენით ახალი მოგონებები ძველის გაცოცხლების ნაცვლად. ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობაში სიახლეს შემოიტანს და საინტერესოს გახდის, რამაც შეიძლება გააღრმაოს თქვენი სიყვარული და შეგახსენებთ ორივეს, თუ რატომ შეგიყვარდათ ერთმანეთი. თქვენ შეგიძლიათ სხვა უნარებიც გაიუმჯობესოთ ერთად. მაგალითად, ერთად გაიარეთ კულინარიის მასტერკლასი, ან ივარჯიშეთ მომავალი მარათონისთვის, მაშინაც კი, თუ ეს აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ. ეს გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას ახალი გამოცდილებით.

ყოველდღიურად გამოხატეთ სიყვარული

რაც არ უნდა დატვირთული იყოთ, უთხარით მას, თუ რამდენად გიყვართ ის მაშინაც კი, როცა საუკეთესო გუნებაზე არ ხართ. ხშირად დაგეგმეთ პაემნის საღამოები. მაშინაც კი თუ სამსახურში ძალიან დაკავებული ხართ, დაურეკეთ თქვენს 10-წუთიან შესვენებაზე, რათა აჩვენოთ, რომ ის თქვენს გონებაშია, მიუხედავად სამუშაო სტრესისა.

მუდმივად იყავით მისი მხარდამჭერი

დროთა განმავლობაში შესაძლოა შეამჩნიოთ პარტნიორის ნაკლოვანებები, თუმცა ნუ იწუწუნებთ ამ ყველაფერზე და ნუ აგრძნობინებთ თავს ცუდად მეგობრებისა და ახლობლების წინაშე. ამის ნაცვლად, უთხარით მას, რატომ ფიქრობთ, რომ ის საუკეთესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის თავს ცუდად გრძნობს. თქვენს თანადგომას მისთვის ძალიან დიდი მნიშნველობა ექნება იქნება და თქვენს სიყვარულს უფრო გააძლიერებს.

იყავით თანმიმდევრული

დაარწმუნეთ საყვარელი მამაკაცი, რომ მას შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. დაპირებებმა, რომლებსაც ყოველთვის არ ასრულებთ, დროთა განმავლობაში შესაძლოა მას ნდობა დააკარგვინოს თქვენდამი. თუ ოდესმე ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებთ, გულწრფელად მოიხადეთ ბოდიში. ყველა უშვებს შეცდომებს ურთიერთობებში. თუმცა თქვენი ამგვარი დამოკიდებულებით შეძლებთ თქვენი საქციელის გამოსწორებას.

მოუსმინეთ მას, როცა ლაპარაკი სჭირდება

3-1653636032.jpg

ეს შესანიშნავი გზაა იმის დასანახად, რომ მასზე ზრუნავთ. როდესაც ის გელაპარაკებათ, დაამყარეთ თვალით კონტაქტი და ყურადღებით მოუსმინეთ. არ დაწეროთ ან შეამოწმოთ თქვენი ტელეფონი, სანამ ის დაამთავრებს თავისი ამბების მოყოლას. ამის ნაცვლად, ფოკუსირდით მის ნათქვამზე და დაუსვით შემდგომი კითხვები, რათა კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ მის ნთქვამს. თქვენი ყურადღება აგრძნობინებს მას მხარდაჭერასა და სიყვარულს, რაც ზრდის მის დადებით ემოციებს თქვენ მიმართ.

მიეცით მას სივრცე

ადამიანებს ზოგჯერ საკუთარი საყვარელი საქმის კეთება სჭირდებათ. მიეცით მას საშუალება, რომ ითამაშოს ვიდეო თამაშები სამსახურში ხანგრძლივი დღის შემდეგ ან წაიკითხოს კომიქსები. ეს საშუალებას მისცემს განავითაროს საკუთარი ინტერესები და თავი კომფორტულად იგრძნოს. ამასობაში დაუთმეთ დრო თქვენს ინტერესებსაც. სანამ ის ატარებს თამაშობს, დაუკარით ფორტეპიანოზე ან წაიკითხეთ წიგნი, რომლის წაკითხვაც გინდოდათ. თქვენი საკუთარი ინტერესებისა და საყვარელი საქმისთვის დროის დათმობამ შეიძლება გააძლიეროს თქვენი ურთიერთობა.

ღიად ისაუბრეთ კონფლიქტებზე.

როდესაც გაქვთ კონფლიქტური სიტუაციები, დაელოდეთ შესაფერის მომენტს და უთხარით, რას გრძნობთ. მოერიდეთ მის დადანაშაულებას და ბრალის წაყენებას. მიეცით მას საშუალება გაიზიაროს თავისი პერსპექტივა და შეეცადეთ ერთად მოძებნოთ გამოსავალი, რაც ორივეს კარგად გაგრძნობინებთ თავს.კონფლიქტის ერთად გადალახვამ შეიძლება ორივეს გაჩვენოთ, რამდენად ძლიერია თქვენი სიყვარული.

განავითარეთ საკუთარი ინტერესები ურთიერთობის გარეთ.

ეცადეთ იყოთ ისეთი საინტერესო ადამიანი, როგორიც იყავი თაავდაპირველად, როცა მას პირველად შეუყვარდით. დაწინაურდით სამსახურში, დაიწყეთ ახალი ჰობი, როგორიცაა ინსტრუმენტზე დაკვრა და გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად, პარტნიორის გარეშე. საკუთარი ინტერესების გაცოცხლება გეხმარებათ, რომ პარტნიორთან უფრო მეტი სალაპარაკოც გქონდეთ. მას შეუძლია გკითხოთ იმ სიმღერების შესახებ, რომლებსაც გიტარაზე სწავლობთ ან ახალი სვლების შესახებ, რომლებიც აითვისეთ ცეკვის გაკვეთილზე.

ევა რუაძე

წყარო: wikihow.com