როგორ აიმაღლონ ცოდნა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და მიაღწიონ კარიერულ პროგრესს - ინსტრუქცია BMJ Learning-ის გამოყენებაზე - rogor.ge

როგორ აიმაღლონ ცოდნა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და მიაღწიონ კარიერულ პროგრესს - ინსტრუქცია BMJ Learning-ის გამოყენებაზე

BMJ Learning სამედიცინო პროფესიონალებს აწვდის ინსტრუმენტებს ცოდნის ასამაღლებლად და კარიერული პროგრესის მისაღწევად. პლატფორმა მოიცავს 100’s -ზე მეტ ინტერაქტიულ სასაწავლო მოდულს, 70-ზე მეტი სპეციალობის მიმართულებით, რათა ექიმებსა და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს დაეხმაროს უწყვეტ სამედიცინო (CME) და დიპლომისშემდგომ განათლებაში.

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა წრაფად და ეფექტურად ინტერაქტიული სასწავლო მოდულების გამოყენებით, რომლებიც მოიცავს ასობით თემას სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობაში, პროფესიული უნარებისა და კარიერული განვითარების კუთხით.

რას მოიცავს BMJ Learning?

ასობით სასწავლო მოდულს, რომლებიც დაწერეს და მიმოიხილეს ექსპერტებმაინტერაქტიულ კლინიკურ შემთხვევებს, ტესტურ შეკითხვებსა და მულტიმედიურ სიმულაციებსცოდნის შემოწმებას და პროგრესის დაფიქსირებასაკრედიტირებული უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) დაფიქსირებას და სერტიფიკატების მიღებასკლინიკური უნარების გაუმჯობესებას

როგორ მივოღო წვდომა

დაწყება ადვილია, უბრალოდ მიყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტრუქციებს.

სარეგისტრაციოდ ეწვიეთ cds.bmj.com და დააკლიკეთ ‘რეგისტრაცია’, ან ‘შესვლა’ (თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ). რეგისტრაციის შემდეგ, BMJ Best Practice-ზე შესასვლელად ამ ვებგვერდს უნდა დაუბრუნდეთ, ამიტომ გირჩევთ შეინახოთ ეს ვებგვერდი თქვენს სანიშნეში (Bookmarks).

თუ აირჩიეთ ‘რეგისტრაცია’, თქვენ გადახვალთ გვერდზე, სადაც თქვენს ელექტრონულ ფოსტას ჩაწერთ. ამის შემდეგ დააკლიკეთ ‘რეგისტრაციას’.ელ. ფოსტის შეყვანის შემდეგ გადახვალთ ‘სარეგისტრაციო ფორმაზე’.

გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა და ბოლო უჯრაში მიუთითოთ წვდომის კოდი, რომელიც გამოგეგზავნათ. ამის შემდეგ დააკლიკეთ ‘რეგისტრაციას’. BMJ Learning ვებგვერდზე შესვლისას თქვენ დაინახავთ პერსონალურ საწყის გვერდს, რომელიც თქვენი ინფორმაციის მიხედვით იქნება პერსონალიზებული. პირადი ინფორმაციის შემოწმება ან განახლება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, იხილეთ „განაახლეთ თქვენი მონაცემები“ გვერდის ზედა ნაწილში.

როგორ შევარჩიოთ და დავიწყოთ მოდულებზე მუშაობა

ძებნა

ძებნის ფუნქციის გამოყენება შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო საკითხების ან საკვანძო სიტყვების გამოყენებით. ასე თქვენ შეძლებთ თქვენთვის რელევანტური მოდულების სიის ხილვას.

მოდულების დათვალიერება

მოდულების დათვალიერება შეგიძლიათ სპეციალობის, ანბანის მიხედვით ან ძირითადი დაჯგუფებების მიხედვით. შესაბამისი კატეგორიის მოდულების სანახავად მარცხენა ხაზიდან ამოარჩიეთ ჯგუფი ან ეკრანის ზედა ნაწილზე შეარჩიეთ ანბანის ასო, რათა იხილოთ მოდულები.

მოდულების შერჩევა

თქვენს პირად BMJ Learning გვერდზე იხილავთ შერჩეულ მოდულებს. აღნიშნული მოდულები მორგებულია თქვენს პროფესიაზე, სპეციალობასა და ქვეყანაზე. მათ სანახავად უბრალოდ მონიშნეთ მოდულის სახელწოდება.

მოდულის ინფორმაციის ხილვა

როდესაც რომელიმე მოდულს შეარჩევთ, თქვენ გადახვალთ საინფორმაციო გვერდზე, სადაც იხილავთ მოდულის შესახებ ინფორმაციას და გადაწყვეტთ, გსურთ თუ არა ამ მოდულზე მუშაობა. აღნიშნულ გვერდზე იქნება:

მოდულის მიმოხილვა, მიზნების ჩათვლითმოდულის დასრულებისთვის საჭირო სავარაუდო დრომოდულის ავტორებიორგანიზაციები, რომელთა მიერაც მოდული აკრედიტირებულიამოდულის ტიპი და შემავალი აუდიო/ვიდეო მასალა.მოდულების შესრულება

მოდულის საინფორმაციო გვერდიდან თქვენ გადახვალთ ‘მოდულის დაწყებაზე’ ან ‘პორტფოლიოში დამატებაზე’. მოდული BMJ პორტფოლიოში შეგიძლიათ დაამატოთ, რათა მოდული მოგვიანებით დაასრულოთ. თუ მოდულის დაწყებას გადადებთ, იგი ავტომატურად დაემატება თქვენს პორტფოლიოს. ‘მოდულის დაწყების’ შერჩევის შემთხვევაში მოდულის გვერდებს გაივლით და ეკრანის ბოლოს დააკლიკავთ “გაგზავნას“, რის შემდეგაც პროგრესი ავტომატურად შეინახება. წინა გვერდზე გადასვლა შეგიძლიათ „წინა“ ღილაკით. ასევე შესაძლებელია გვერდის დაბეჭდვა.

სერტიფიკატის მიღება

მოდულის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ სერტიფიკატი. ამისათვის დააკლიკეთ “სერტიფიკატის მიღებას”. სერტიფიკატი შეგიძლიათ დაბეჭდოთ ან გადმოწეროთ და შეინახოთ. თქვენ შეგეძლებათ შეარჩიოთ, თუ რომელი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის დადასტურებული სერტიფიკატი გსურთ. ასევე, თქვენი სერტიფიკატი BMJ პორტფოლიოდან შეგიძლიათ მოგვიანებითაც იხილოთ.