როგორ მივიღოთ სტიპენდიები საზღვარგარეთ სწავლისთვის - rogor.ge

როგორ მივიღოთ სტიპენდიები საზღვარგარეთ სწავლისთვის

შეამოწმეთ თქვენი კოლეჯის ფინანსური მზაობა. მხოლოდ იმიტომ, რომ საზღვარგარეთ სწავლობთ ერთი სემესტრის, ან ერთი წლის განმავლობაში, სულაც არ ნიშნავს, რომ აღარ გაქვთ უფლება მიიღოთ სტიპენდიები თქვენი მშობლიური კოლეჯიდან ან უნივერსიტეტიდან. შეიძლება გარიცხული იყოთ, მაგრამ არ გეცოდინებათ, სანამ არ იკითხავთ. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ სტიპენდიით საზღვარგარეთ სწავლა, თქვენი კოლეჯის ფინანსური დახმარების განყოფილებაში გაარკვიეთ, თუ რა თანხები შეიძლება გადაირიცხოს საზღვარგარეთ სწავლისთვის.

აირჩიეთ საზღვარგარეთ სწავლის პროგრამა. მიუხედავად იმისა, საზღვარგარეთ თქვენი კოლეჯი გგზავნით, თუ პროგრამის მეშვეობით მიდიხართ, ესაუბრეთ მათ, ვინც ამ საქმეს აორგანიზებს, რათა ნახოთ სასტიპენდიო პროგრამები. ბევრი პროგრამა აფინანსებს სტუდენტებს სრულად ან ნაწილობრივ. მაგალითად, ზოგჯერ შესაძლოა არ დაფარონ თქვენი სწავლა და საცხოვრებელი, მაგრამ შეიძლება დაფარონ მგზავრობის ხარჯები და სხვა.

იმოქმედეთ ლოკალურად. ყოველწლიურად ბევრ საქალაქო ორგანიზაციას აქვს ფული გამოყოფილი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. ასევე, შეგიძლიათ ადგილობრივ ორგანიზაციებთან დაკავშირება, რომლებიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ საზღვარგარეთ სწავლა. მიდიხარ იტალიაში ხელოვნების ისტორიის შესასწავლად? იფიქრეთ ამ საკითხის მცოდნე საზოგადოებასთან ან ადგილობრივ იტალიურ-ამერიკულ კლუბთან დაკავშირებაზე და ჰკითხეთ, რა სტიპენდიები შეიძლება შემოგთავაზონ.

იფიქრეთ ფართოდ. საზღვარგარეთ სტიპენდიის მოპოვების შანსების ზრდის ბევრი რესურსის გამოყენება, რომელიც ინტერნეტში მოიპოვება. შეგიძლიათ მოძებნოთ სტიპენდიანტი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ და იქნებ გაიგოთ ისეთი სიახლეები, რომლებსაც ვერასდროს გაიგებდით.

შეამოწმეთ თქვენი მასპინძელი კოლეჯი. თუ შესაძლებელია, დაუკავშირდით ამ კოლეჯის ან უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების განყოფილებას და ჰკითხეთ, შეუძლიათ თუ არა უცხოელი სტუდენტების დაფინანსება. შეიძლება მათ არ ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ ასევე, შესაძლოა ჰქონდეთ ფინანსური მარაგი სტუდენტების წახალისებისთვის.