როგორ გავუმკლავდეთ შეშუპებული უპეების პრობლემას სახლის პირობებში
გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ მოიშოგაუმკლავდეთ ამ პრობლემას, სახლის პირობებში:
კარტოფილი: გახეხეთ და შედგით საყინულეში 20 წუთით. შემდეგ შეახვიეთ თხელ ნაჭერში და დაიდეთ თვალებთან.
მწვანე ჩაი: გახსენით 2 პაკეტი მწვანე ჩაი ჭიქაში, გააცივეთ და ყინულთან ერთად შედგით მაცივარში 10 წუთით. შემდეგ ჩააწეთ ბამბის დისკი და წაისვით შეშუპებულ მიდამოზე.
თხილის ზეთი: ეს არის კარგად ცნობილი ტონერი კანისთვის და განსაკუთრებით თვალებისთვის. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით ყოველდღე გამოყენეთ თვალის ქვედა არეში თხილის ზეთი და ნახავთ, როგორ ამცირებს შეშუპებას.
პიტნის ფოთლები და ზეითუნის ზეთი: დააბლენდერეთ და ფუნჯის დახმარებით წაისვით შეშუპებულ მიდამოში.
ყავის ფხვნილი, თაფლი და E ვიტამინი: აურიეთ ჯამში, წაისვით კანზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ევა რუაძე