10 შეცდომა, რომელსაც მშობლები შვილების აღზრდისას უშვებენ
მოერიდეთ მათ ზედმეტად დაცვას:
რაც არ უნდა პატარა იყოს ბავშვი, მან უნდა იცოდეს საკუთარი პერსონა. ხშირ შემთხვევაში, მშობლები ზედმეტად იცავენ თავიანთ შვილებს იმის შიშით, რომ მათ შეიძლება რაიმე დაემართოთ. გარკვეულ ფარგლებში, ბავშვს უნდა მიეცეს თავისუფლება, რათა მეტად შეიცნოს საკუთარი თავი.
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების მოსმენა:
ბევრჯერ მშობლები უარს ამბობენ შვილების მოსმენაზე. ხშირია ის ფაქტი, რომ ჩხუბის დროს მშობელი არ აძლევს ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას. დაძაბულ სიტუაციაში შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიეცით ბავშვს საკუთარი თავისა და აზრის გამომჟღავნების საშუალება.
ნუ შეადარებთ ბავშვს სხვა ბავშვებს:
ხშირად, მშობლები საკუთარ შვილებს ადარებენ სხვა ბავშვებს, იქნება ეს და-ძმა, ბიძაშვილი თუ მეგობარი. ეს შეცდომაა, რადგან თითოეული ბავშვი განსხვავებულია. შედარებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის თვითშეფასების დაქვეითება და დაუცველობის განცდა.
მიაჩვიეთ ბავშვები, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთონ:
როდესაც ბავშვი მიაღწევს ასაკს, როდესაც მან უნდა შეასრულოს გარკვეული ამოცანები, დასჭირდება დამოუკიდებლობა. მაგალითად, საწოლის ალაგება, მაგიდის დალაგება, ოთახის დალაგება, ეს ყველაფერი შეიძლება მარტივი ჩანდეს, თუმცა გავლენას მოახდენს ბავშვის დამოუკიდებლობასა და ოჯახურ ურთიერთობაზე.
ნუ უყვირით ბავშვებს:
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა შვილების აღზრდაში. მრავალი სიტუაციის გამო წარმოქმნილი დაძაბულობა მშობლებს მოთბინებას აკარგვინებს და შვილებს უყვირიან. ასეთ შემთხვევებში თქვენ უნდა ეცადოთ იყოთ მომთმენი და ესაუბროთ ბავშვებს სერიოზულად და პირდაპირ, ყოველგვარი ყვირილის გარეშე.
მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა:
ყოველდღიური ცხოვრება ხშირად იწვევს მშობლისა და შვილის დაშორებას და ნაკლებ კომუნიკაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან კომუნიკაციის შენარჩუნება, რათა გაიცნოთ ისინი და ამით შეძლოთ მათი უკეთ გაგება.
მშობლები არ არიან შვილების კოლეგები:
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ბევრი მშობელი უშვებს, არის შვილების „კოლეგებად“ მიჩნევის მცდელობა. მშობლები არ არიან შვილების მეგობრები, ისინი არიან მათი მშობლები, მათი აღმზრდელები, ადამიანები, რომლებსაც ისინი ყველაზე მეტად უყვართ. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს გულწრფელობას, სიახლოვესა და სიყვარულს. ამ ურთიერთობაში მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს მშობლის ავტორიტეტი და ბავშვის როლი.
უზუნველყავით ბავშვები არა მატერიალური ნივთებით, არამედ თქვენი ყურადღებით:
ბევრი მშობელი თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ შვილებს არ უთმობენ საჭირო დროს ან მათ გადაჭარბებულ და უსამართლო საყვედურს აძლევენ. ამ შემთხვევაში ბევრი მშობელი ცდილობს შვილებს დანაკლისი მატერიალური საჩუქრებით აუნაზღაუროს. სინამდვილეში კი ის, რაც ბავშვს სჭირდება არის ყურადღება და სიყვარული და ამით უნდა უზრუნველყოს მშობელმა.
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები დიდებივით არ ფიქრობენ:
მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ ბავშვები მოზრდილებივით ფიქრობენ. თუმცა ეს ასე არ არის, ბავშვები ისევე არ მსჯელობენ, როგორც უფროსები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დააყენოთ საკუთარი თავი ბავშვის ადგილას და შეეცადოთ გაიგოთ მისი სამყარო, მისი საფიქრალი და დაივიწყოთ ყველა ის ცრურწმენა, რაც ზრდასრულობას მოაქვს.
ხშირად გამოხატეთ თქვენი სიყვარული ბავშვების მიმართ:
ბევრ მშობელს უჭირს შვილებთან სიყვარულის გამოხატვა. არ უნდა მივცეთ საშუალება ყოველდღიურობამ წაგვართვას მათი სიყვარული. სიყვარულის გამოვლენა ყოველთვის ფუნდამენტურია მათი თვითშეფასებისა და მშობლებსა და შვილებს შორის კავშირის გასაძლიერებლად.
წყარო: sharingideas.me