როგორ გამოვიყენოთ აცეტონი - 10 ხრიკი - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ აცეტონი - 10 ხრიკი

კალვიატურის გაწმენდა

დაასველეთ ტამპონი ლაკის მოსახსნელი სითხეში და აკურატულად გაწმინდეთ ნოუთბუქის კლავიატურა.

იატაკის გასუფთავება

ლაკის მოსახსნელი სითხე გამოგადგებათ, თუ მეტლახის ან ბეტონის იატაკზე ლაქები გაჩნდა. მაგრამ არა ხის იატაკზე.

ფაიფურის ნივთების განახლება

ყავისა და ჩაის ლაქებს ადვილად მოაშორებთ, თუ ლაკის მოსაშორებელ სითხეში დასველებული ჩვრით გაწმინდავთ. მოერიდეთ დეკორს, აგრესიულმა ქიმიამ შეიძლება ის გაანადგუროს.

ფეხსაცმლის წმენდა

ჯერ ლაკის მოსაშორებელი სითხით გაწმინდეთ ლაქები, შემდეგ მის მოსაცილებლად, წყალში დასველებული ჩვრით.

სუპერწებოს მოსახსნელად

თუ მისი კვალი ტყავზე ან რომელიმე ზედაპირზე დარჩა, ლაკის მოსახსნელი სითხით მოაშორებთ.

საათის აღდგენა

თუ საათს პლასიტაკის ზედაპირზე ნაკაწრები გაუჩნდა, ფრთხილად გაწმინდეთ. ძლიერმა ზემოქმედებამ შეიძლება ზედაპირი დააზიანოს.

მარკერის მოსაცილებლად

მარკერის ან საღებავის კვალს ლაკის მოსაცილებელ სითხეში დასველებული ტამპონით მოაშორებთ. ლაქის მოსაცილებელი სხვა საშუალებაა კბილის პასტა.

სამართებლის გაწმენდა

სამართებლის გაწმენდა-დეზინფექცისთვის მოათავსეთ იგი ლაკის მოსაცილებელ სითხეში.

წებოვანი ეტიკეტის მოსაცილებლად

მისგან გათავისუფლებაშიც ლაკის მოსაშორებელი სითხე დაეხმარებათ. დაასველეთ მასში ბამბის პამპონი და აკურატულად გაწმინდეთ.

მაკიაჟის ინსტრუმენტების დეზინფექცისთვის

პინცეტი, მაკრატელი და სხვა ინსტრუმენტი ბაქტერიების ბუდედ შეიძლება გადაიქცეს. ლაკის მოსახსნელი სითხე იდეალური საშუალებაა დეზინფექცისთვის.