როგორ გავუქროთ მაცივარს უსიამოვნო სუნი - rogor.ge

როგორ გავუქროთ მაცივარს უსიამოვნო სუნი

თეთრი ძმარი ერთ-ერთი ალტერნატიული პროდუქტია, რომელიც გვეხმარება დეზინფექციაში. მისი მჟავე ნაერთები შლის ცხიმისა და საკვების ნარჩენებს, რომლებიც ჩვეულებრივ გროვდება მაცივრის კარებსა და სხვა სექციებში.

მომზადება:

თეთრი ძმარი გააზავეთ წყალში.

ხსნარი ჩაასხით სპრეის ბოთლში და შეასხურეთ მაცივარს.

გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში და გაწმინდეთ მიკროფიბრის ტილოთი.

შეგიძლიათ მაცივარში დადოთ სოდიანი თეფში. იგი შთანთქავს ცუდ სუნს და დიდხანს ინარჩუნებს მაცივარს სუფთად.

თუ თქვენ ჯერ კიდევ იყენებთ მავნე ქიმიურ საშუალებებს, აუცილებლად სცადეთ ბუნებრივი მეთოდები საკვები სოდისა და ძმრის გამოყენებით და ნახეთ, შეძლებთ თუ არა საოცარი სისუფთავის შენარჩუნებას ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე.

ევა რუაძე